იტალია სავსეა მშვენიერი სანაპირო გასასვლელებით. დაწყებული ჩინკე ტერედან გაგრძელებული ამალფიმდე, თუ მზეს, ქვიშას და გემრიელ სასმელებს ეძებთ, იტალია საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ სარდინია, სადაც ულამაზესი მადალენას კუნძული მდებარეობს სარელაქსაციო ატმოსფეროთი და ბრწყინვალე ბუნებით. აქ მოხვდებით ფრენითაც და ბორნებითაც.

ლა მადალენას კუნძული და სხვა კუნძულებიც მის არქიპელაგზე მადალენას ეროვნულ პარკს ქმნიან. აქ იტალიის საუკეთესო სანაპიროებს შეხვდებით. ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული სანაპიროებია: Bassa Trinita, Cala dello Spalmatore, და Monti dell’Arena Beach. სპალმატორე ყველაზე დიდია სხვადასხვანაირი ბარ-რესტორნებით. მონტი დელ არენა სუფთა წყლით და რბილი ქვიშით გამოირჩევა. Cala Francese – უფრო ფოტოგენურია დიდი ფერადი ლოდებით.

თუ უფრო ველურ გამოქვაბულებს და სანაპიროებს ეძებთ, სადაც ნაკლები ვიზიტორია, მაშინ Spiaggia di Punta Tegge-ს მიაკითხეთ, თეთრი ქვიშით და ულამაზესი ლურჯი წყლით. თუ გსურთ ისტორიას გაეცნოთ, კაპო კარლოტო/Capo Carlotto გიმასპინძლებთ. იქ ნახავთ მადონეტას საყდარს, რომელიც წყალს გადმოჰყურებს.  მადალენას სანაპიროები ცნობილია ქვის უნიკალური ფორმაციებით.

მადალენას მეზობელი ქალაქების და კუნძულების გამოკვლევაც სასიამოვნო გამოცდილებაა. მადალენას მთლიანი არქიპელაგი იდეალურ ნაპირებს წარმოგვიდგენს ქვიშის, ქვების და სიმწვანის კომბინაციით. აქ გამოიკვლევთ პატარა კუნძულებსაც. გაატარეთ დღე ბუდელის კუნძულზე, სადაც მთლიანად ვარდისფერი სანაპირო მდებარეობს.

სანაპიროების გარდა, მადალენას არქიპელაგზე ბევრი საყვარელი ხმელთაშუაზღვიური ქალაქია ისტორიული ქაალქის ცენტრებით. ეწვიეთ ეკლესიებს, მიირთვით ესპრესო და ზღვის პროდუქტები და ჩაიძირეთ იტალიურ ცავთენტურ გარემოში.

შენი მეგზური აქ საუკეთესო მოგზაურობას დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი