კრაკოვი – პოლონეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია და დამთვალიერებელს ზღაპრულ ატმოსფეროს ახვედრებს. მისი მონახულება სასიამოვნო სიურპრიზებით აღსავსე გამოცდილებას გპირდებათ. ჩვენ აქ აუცილებლად სანახავ ადგილებს გირჩევთ.

ბაზრის მოედანი

იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე ბაზრის მოედანი არის კრაკოვის ცენტრი, სადაც შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, ქალაქის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. აქ იხილავთ ანტიკურ შენობებს, კაფე-რესტორნებს, მერიის კოშკს.

ვეიველის ციხესიმაგრე

Wawel Castle – გოთიკის, რენესანსის, როკოკოს და რუმინული არქიტექტურის ნაზავია და კრაკოვის შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ მეფე-დედოფლები მე-17 საუკუნეში ცხოვრობდნენ. მოინახულეთ ვეიველის კათედრალიც.

Planty Park

ეს პარკი კრაკოვის ისტორიულ ძველ ქალაქში მდებარეობს. ბილიკებით სკულპტურებს, შადრევნებს და კოშკებს შორის ჩაივლით, სადაც ადგილობრივები ძაღლებს ასეირნებენ. გარშემო არსებულ ქუჩებზე კი კაფეებია ჩამწკრივებული. ზაფხულში აქაურობა სიცოცხლითაა სავსე, ზამთარში კი ის ზღაპრულ გარემოს ემსგავსება.

Barbican

ეს იმ კარიბჭის ნაწილია, რომელიც ერთ დროს მთელ ქალაქს ფარავდა. მისი წრიული დიზანი მე-13 საუკუნეში გამორჩეულ არქიტექტურას წარმოადგენდა. დღეს აქ თეატრია და სხვადასხვა სახელოვნებო შოუები იმართება.

წმ. ფლორიანის კარიბჭე

ეს კარიბჭე ერთგვარი სამეფო გზის დასაწყისია. გაიარეთ მასში და მოისმინეთ ეროვნული ფოლკლორი, რომელსაც ამ არეალში ქუჩის მუსიკოსები უკრავენ.

Kościuszko Mound

ეს ისტორიული ბორცვი, ეროვნული გმირის, ტადეუზ კოსჩიუჟკოს საპატივცემულოდ ააგეს, რომელიც მე-18 საუკუნეში პოლონეთის სახელით, რუსებისა და პრუსიელების წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ადგილიდან ქალაქზე პანორამით დატკბებით.

ფლორიანსკას ქუჩა

ძველ უბანში ერთი საინტერესო ქუჩა მდებარეობს, სადაც განსხვავებულ ლუდის ბარებს და სუვენირების მაღაზიებს დაათვალიერებთ. აქ ბევრი ტურისტია, თუმცა შეძლებთ ნამდვილი პოლონური ატმოსფერო შეიგრძნოთ.

The Sukiennice

მსოფლიოს უძველესი შოპინგ ცენტრი, კრაკოვის ბაზრის მოედანის შუაგულში საუკუნეებია რაც დგას. მე-15 საუკუნეში აქ ყველაფერს ყიდდნენ, არამხოლოდ ქსოვილებს. თუ საკვების ან სუვენირების შეძენას არ აპირებთ, უბრალოდ გასაოცარი რენესანსის არქიტექტურით დატკბით.

წმ. მარიას ბაზილიკა

წმ. მარიას ბაზილიკა ქალაქის სიმბოლო გახდა. ის მე-13 საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ საკმაოდ ბევრჯერ დაზიანდა.

დრაკონის გამოქვაბული

The Dragon’s Den – კრაკოვის ერთ-ერთი სათავგადასავლო აქტივობაა. ლეგენდის თანახმად, აქ ერთ დროს დრაკონი ცხოვრობდა და ქალაქის მაცხოვრებლებს აშინებდა, იქამდე, სანამ გოგირდით დაახრჩვეს. აქ დრაკონის ქანდაკებაც დგას, რომელიც ნამდვილ ცეცხლს აფრქვევს.

ვისტულას ბულვარი

მდიანარე ვისტულას სანაპიროები ვრცელ სიმწვანეს გვთავაზობს. აქ ბაზრობები, ლუდის ბარები და ნავზე მოწყობილი კაფეებია. დაიქირავეთ ველოსიპედი ან უბრალოდ ისეირნეთ და მდინარე ქალაქის ცენტრამდეც მიგიყვანთ.

რატოვიცკის სასაფლაო

Cmentarz Rakowicki – არის ადგილი, სადაც დიდი პოლონელი არტისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები, პოეტები, გენერლები და სხვები განისვენებენ. მას პარიზის ცნობილ სასაფლაოსაც ადარებენ – Père Lachaise-ს.


ბლონია

Błonia – არაჩვეულებრივი მწვანე, გაშლილი სივრცეა ქალაქის სამხრეთით. ზამთარში ის მოყინული და თოვლიანია, თუმცა ზაფხულში ნამდვილად გასიამოვნებთ. აქ დარბიან, ძაღლებს ასეირნებენ, კატაობენ და ფესტივალებს ესწრებიან.

ვიტრაჟების მუზეუმი

კრაკოვის ფერადი შუშების მუზეუმი იმის შესწავლის საშუალებასაც იძლევა თუ რა რთულია ფანჯრების მსგავსი მორთვა. მუზეუმი და სახელოსნო თანამედროვე არტისტებს ეთმობათ. ვიზიტორებს შეუძლიათ გიდის ტურებიც აიღონ. აქ თავმოყრილი ნამუშევრები მთელი მსოფლიოდანაა.