ინდონეზიის ერთ-ერთი საუცხოოდ ხელშეუხებელი საგანძურია კომოდოს კუნძულები. კომოდოს ეროვნული პარკი 29 პატარა თეთრ და ვარდისფერ ქვიშიანი სანაპიროსგან შედგება. აქ ზღვის კუები, დელფინები, პატარა ვეშაპები და მილიონობით სახეობის თევზი ბინადრობს. ასევე გაქვთ სნორკელინგის და დაივინგის საშუალება. კომოდოს მონახულება ნავის ტურითაა შესაძლებელი.
დატკბით პადარის გადმოსახედებით
კომოდოს ეროვნულ პარკში სამ ვულკანურ კუნძულს შორის უდიდესია პადარი. მის გასაოცარ გადმოსახედამდე 20 წუთიანი ლაშქრობა დაგჭირდებათ. აქ ირმების მრავალფეროვანი სახეობებია.

გაიცანით ადგილობრივები
ნახეთ როგორ ცხოვრობენ კომოდოს სოფელში. ისინი ძირითადად თევზაობენ, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს და აშ. ადგილობრივი გიდები ინგლისურად ბრწყინვალედ საუბრობენ და საშუალებას მოგცემენ ინტერაქციაში შეხვიდეთ მკვიდრებთან.

ღამურების გადაფრენა
მზის ჩასვლის შემდეგ, კომოდოს ცაზე მილიონობით ღამურა გადაიფრენს ხოლმე, რომლებიც კალონგის კუნძულის ტყეებში სახლობენ. ეს აუცილებლად სანახავი, მაგიური გამოცდილებაა.

იცურავეთ მანტას წყლის ბინადრებთან ერთად
თუ კომოდოზე სნორკელინგს ან დაივინგს გამოცდით, ეს არაჩვეულებრივი წყლის ბინადრები აუცილებლად შეგხვდებიან. წვიმიან სეზონზე, დეკემბრიდან მარტამდე კი მათი შემჩნევა ყველაზე მარტივია.

კომოდოს ვარდისფერი სანაპიროები
კომოდოს ეროვნული პარკის გარშემო ბევრი ვარდისფერი სანაპიროა. თეთრი ქვიშა მოქმედებაში შედის წითელ მარჯანთან რაც მას სპეციფიკურ შეფერილობას აძლევს. ნუ წამოიღებთ ნიჟარებს, რადგან ეს აკრძალულია.

კომოდოზე 2-3 დღიან ნავის ტურებს შემოგთავაზებენ, რომლებიც სამჯერად კვებას და სნორკელინგსაც მოიცავენ. ფასები 150-250 $-ის ფარგლებშია.











