კარინთიას ისტორიული დედაქალაქი კლაგენფურტი სამხრეთ ავსტრიაში, სლოვენიის საზღვართან მდებარეობს. იდეალური მდებარეობის, მდიდარი ისტორიის და მაღალი რეპუტაციის გამო, ის ავსტრიის კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. კლაგენფურტი ცნობილია უნიკალური ძველი ქალაქით. აღმოაჩინეთ მისი აუცილებლად სანახავი ადგილები:

ციხესიმაგრე

Hochosterwitz Castle

კლაგენფურტიდან 21 კილომეტრში, მთაში მდებარეობს ციხესიმაგრე გამორჩეული მისი გასაოცარი დიდებულებით. ის ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სასახლეა, რომელიც არასდროს დაცემულა. გაისეირნეთ მის ულამაზეს ეზოშიც.

მისამართი: Hochosterwitz 1

კათედრალი

Maria Saal Cathedral

ეს ეკლესია ცნობილი პილიგრიმული მიმართულებაა. ეს ორ კოშკიანი სტრუქტურა გოთიკურ სტილშია აგებული, თუმცა რენესანსის და ბაროკოს პერიოდებში განაახლეს.

მისამართი: Dompl. 94

მოედანი და შადრევანი

Neuer Platz & Dragon Fountain

კლაგენფურტის განახლებული ნაწილია ნეუერ პლაცი. აქ ქალაქის ცნობილი ძეგლები მდებარეობს, მათ შორის დრაკონის შადრევანი. ის კლაგენფურტის ერთგვარი ემბლემაა. ლეგენდის თანახმად, ქალაქი ჭაობზე ააგეს და აქ დრაკონები ცხოვრობდნენ.

სამთავრობო სახლი

The Landhaus & Emblem Halls

კლაგენფურტის მორიგი მნიშვნელოვანი შენობაა ლანდჰაუსი მისი დარბაზებით. ინტერიერით მონუსხვის შემდეგ ეწვიეთ ბაღს.

მისამართი: Ursulinengasse 2

მინიატურული სამყარო

Minimundus

კლაგენფურტის დასავლეთით მდებარე ეს მშვენიერი მინიმალისტური მსოფლიო ყველა ცნობილ და საკულტო ღირსშესანიშნაობას აერთიანებს. განსაკუთრებით ჯადოსნურია ახალი წლის პერიოდში განათებებით და შოუებით.

მისამართი: Villacher Strasse 241

ტბა

Wörthersee

დაუთმეთ ერთი დღე ამ მშვიდი ტბის გამოკვლევას. ის ცნობილია მაღალი ხარისხის სუფთა წყლით. გარშემო მთები და თოვლით დაფარული ალპებიც მოსჩანს. აქ ნავებით სეირნობენ, რუჯს იღებენ, თევზაობენ ან უბრალოდ პიკნიკს აწყობენ.

მისამართი: Linden 62

რეპტილიების ზოოპარკი

Happ Reptile Zoo

ცხოველების მოყვარულებისთვის აქ რეპტილიებისთვის განკუთვნილი ზოოპარკია 1000-ზე მეტი ბინადარით. აქ ბევრს შეისწავლით ნიანგებზე, გველებზე, კუებზე, იგუანებზე, ხვლიკებზე და აშ. ბაღში დაათვალეირებთ დინოზავრების რეპლიკებს და შეგხვდებათ საბავშვო გასართობი ზონაც.

მისამართი: Villacher Str. 237

კოშკურა

Pyramidenkogel Tower

თუ ლამაზ ზედხედებს ეძებთ, სადამკვირვებლო კოშკურას უნდა ეწვიოთ. ის კლაგენფურტთან ახლოს მდებარეობს და მსოფლიოში უმაღლესი ხის გადმოსახედი კოშკია. მაღლა მდებარეობს რესტორანიც. შეგიძლიათ კლაგენფურტიდან სპეციალურ სალაშქრო ბილიკს გაყვეთ.

მისამართი: Linden 62

ქუჩა

Alte Platz

კლაგენფურტის უძველესი ნაწილია ალტე პლაცი. დღეს სასიამოვნო საფეხმავლო ზონაა, სადაც ბევრ ისტორიულ ბაროკოს შენობას, მათ შორის მერიას და პატარა ეზოს შეხვდებით.

მუზეუმი

Carinthian Museum of Modern Art

არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა ხელოვნება, ეს მუზეუმი მონახულებად ღირს. ამ ბრწყინვალე მუზეუმში ბევრი ძვირფასი ნამუშევარია დაცული, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი გამოფენების სახით.

მისამართი: Burggasse 8

მუსიკალური მუზეუმი

Eboardmuseum

ეს ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზეუმია. ის მუსიკის კლავიშებს და სინთეზატორებს ეძღვნება. მუზეუმი შექმნა ადგილობრივმა მუსიკის მასწავლებელმა, რომელსაც სურდა გამოეხატა თავისი სიყვარული ელექტრონული მუსიკის მიმართ. დღეს აქ უკვე 1800-ზე მეტი ინსტრუმენტია, ზოგიერთი მათგანი უნიკალურიც კი.

მისამართი: Florian-Gröger-Straße 23