კუნძულ ჯავაზე, ინდონეზიაში, იხილავთ დატვირთულ ქალაქებს, სამეფო სასახლეებს, ჩაის პლანტაციებს, ვულკანებს და ანტიკურ საყდრებს. აქ ტურისტული პერიოდებია: დეკემბერი/იანვარი ან ივლისი/აგვისტო. საუკეთესო თვეები კი მაისი/ივნისი ან სექტემბერი/ოქტომბერია.

დღე 1-2: ჩაიძირეთ ჯაკარტას დიდი ქალაქის ატმოსფეროში
დაიწყეთ დღე ჯაკარტაში. პირველ დღეს გამოიკვლიეთ მუზეუმები და კოტა ტუას კოლონიალური შენობები ჯაკარტას ისტორიულ ძველ ქალაქში. შეისწავლეთ ისტორია ჯაკარტას ისტორიის მუზეუმში. გამოიკვლიეთ არეალი მერდაკას მოედნის გარშემო. შეგიძლიათ ახვიდეთ ინდონეზიის ეროვნულ მონუმენტზე და იქიდან გადმოხედვისას საოცარი ხედებით დატკბეთ.

დღე 3–4: კულტურა, ხელოვნება და საყდრები იოგიაკარტაში (Yogyakarta)
ჯაკარტადან იოგიაკარტაში მატარებლით ან ავტობუსით მოხვდებით. დაუთმეთ ორი დღე ჯავას ანტიკური დედაქალაქის მდიდარი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების გამოკვლევას. იოგიაკარტა ერთადერთი ინდონეზიური ქალაქია, რომელსაც ადგილობრივი მონარქია მართავს. მოინახულეთ სულთანის სამეფო სასახლე, გაიარეთ მის ბაღებში. ლანჩის შემდეგ გირჩევთ პრამბანანს, კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვან ჰინდუ კომპლექსს. აქ სხვადასხვა წმინდანებისთვის მიძღვნილი საყდრებია.

დღე 5: შეიძინეთ ტრადიციული ნივთები სოლოში, სურაკარტაში
სოლოში სწრაფმავალი მატარებლებით და ავტობუსებით მოხვდებით, რომლებიც იოგიაკარტადან რეგულარულად დადიან. ისტორიული სოლო ცნობილია ხელნაკეთი ტექსტილით და ტრადიციული სუვენირებით. აქ ნაკლებად ტურისტებზე ორიენტირებულ ჯავას ცხოვრებას შეიგრძნობთ. გირჩევთ ბაზრობას: Pasar Klewer market. სოლოს ბევრი კარგი სავახშმო ადგილი აქვს, სადაც ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ.

დღე 6–7: ადით ვულკანზე ბრომო ტენგერ სემერუს ეროვნულ პარკში
Bromo Tengger Semeru National Park – სოლოდან მალანგში მატარებლით 6 საათში მოხვდებით. მალანგში ინდონეზიის ერთ-ერთი ტოპ ეროვნული პარკი მდებარეობს.

დღე 8–9: დიენგის პლატო
Dieng Plateau – მწვანე სასიამოვნო ადგილია, სადაც ვონოსობოდან მოხვდებით, იქამდე კი ავტობუსით ჩახვალთ. აქაური ლანდშაფტი საოცარ ხედებს გთავაზობთ ჩაის პლანტაციებზე, ტბაზე, ჩანჩქერზე, სოფლებსა თუ საყდრებზე.










