ინდოეთში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი თუ დროს ჯაიპურში არ გაატარებთ. მას “ვარდისფერ ქალაქსაც” უწოდებენ მისი მოვარდისფრო ისტორიული შენობების გამო. გინდათ “ინდოეთის პარიზი” დასამახსოვრებელ მოგონებად აქციოთ? მაშინ გამოგვყევით:
1. ქალაქის სასახლე
City Palace – ძველი ქალაქის გულში მდებარეობს უკვე 3 საუკუნეა. ეს ზღაპრული ნაგებობა, დაცული მაღალი კედლებით, ჯაიპურის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. პირველ სართულს ბილეთის სანაცვლოდ დაათვალიერებთ, თუმცა ზევით ასვლის შემთხვევაში აუცილებელია პირადი ტურის დაჯავშნა.

2. ჯანტარ მანტარი (Jantar Mantar)
ერთი შეხედვით, ეს ადგილი აბტრაქტული სკულპტურების ნაკრები გეგონებათ, თუმცა ეს ხელოვნების გალერეა არაა. ჯანტარ მანტარი ასტრონომიის ხელსაწყოების კოლექციებს აერთიანებს. ამ იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე თითოეული სტრუქტურა იუნესკოს დაცული ძეგლია და კონკრეტული მისია აქვს. იმისათვის, რომ ყველაფერში გაერკვეთ, დაიქირავეთ გიდი.

3. ჰავა მაჰალი (Hawa Mahal)
ეს ნაგებობა ჯაიპურის არქიტექტურის სახეა, რომელსაც ქალაქის სავიზიტო ბარათებზე შეხვდებით. მისი დიზაინის გეომეტრიული აქცენტები, პატარა ფანჯრები და ფასადის ელფერი შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს ყველას. ძეგლი 1799 წელს აშენდა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ქალებისთვის, რათა მათ ფესტივალებისთვის ისე ეყურებინათ, რომ საჯაროდ არავის დაენახა.

4. ქარვის ციხესიმაგრე/Amber Fort
ჯაიპურში ინდოეთის ყველაზე ხშირად მონახულებადი ციხესიმაგრე მდებარეობს. ქარვის ციხე 1592 წელს აშენდა და ის ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზეა. მასზე მოსახვედრად პატარა მთის დალაშქვრა მოგიწევთ, მაგრამ ეს ამად ღირს. აქ გამოყენებული ამრმარილოები ცისარტყელის თითქმის ყველა ფერშია. დატკბებით ულამაზესი ბაღითაც. იუნესკოს ეს დაცული ძეგლი რომანტიკული ლეგენდების დიდ ისტორიას ინახავს. ამაზე გიდებიც მოგიყვებიან.

5. ალბერტ ჰოლის მუზეუმი/Albert Hall Museum
როდესაც ინგლისელი მწერალი, რადიარდ კიპლინგი ჯაიპურში, ალბერტ ჰოლის მუზეუმს ეწვია, მასზე თქვა, რომ ინდოეთის ყველა მუზეუმი ერთად აღებულიც კი ვერ ჯობნიდა ამას. ეს უძველესი მუზეუმი ხელოვნების და ისტორიის მნიშვნელოვან კოლექციებს აერთიანებს. იხილავთ ინდოეთის მონეტებს ყველა პერიოდიდან, ეგვიპტურ მუმიებს, მინიატურულ მხატვრობებს, მე-18 საუკუნის კოსტიუმებს, თიხის ფიგურებს და აშ.

6. ბირლა მანდირი/Birla Mandir
ეს ჰინდუს სარწმუნოების საყდარი დიდი ხანია რაც “ვარდისფერ ქალაქში” გამოირჩევა. ბირლა მანდირი ჯაიპურის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ეს გასაოცარი ნაგებობა სასიამოვნო და მშვიდ ატმოსფეროს გვიქმნის, განსაკუთრებით მზის ჩასვლის ხედებით.

7. ნაჰარგარის ციხესიმაგრე/Nahargarh Fort
ჯაიპურში ვიზიტისას ქალაქის საუკეთესო ხედებით, უპირობოდ ამ ადგილას დატკბებით. ეს 300 წლიანი ძეგლი, რომელიც ჯაიპურს დროთა განმავლობაში მტრის შემოსევებისგან იცავდა, ქალაქს ამაყად გადმოჰყურებს არავალის მთებიდან. შეგიძლიათ ეწვიოთ ციხესიმაგრის ცვილის მუზეუმს და სკულპტურების პარკს. აქ მდებარეობს რესტორანიც ტრადიციული ინდური სამზარეულოთი.

8. გალთაჯი/Galta Ji
ჯაიპურში წყლის ნაკლებობის გამო, ამ ბუნებრივი წყაროს სანახავად ბევრი ვიზიტორი მოდის. კლდეებს შორის მოქცეული ეს ნაგებობა შადრევნებით და თაღებით, ფრესკებზე ჰინდუს ღმერთს, კრიშნას ისტორიებს ყვება. თუ მაიმუნები გიყვართ, მათ სანახავად ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჯაიპურში.

9. ამრაპალის მუზეუმი/Amrapali Museum
ინდური სამკაულის ბრენდი ამრაპალი ანტიკურ სამკაულს 1970 წლიდან აგროვებს. სწორედ ეს რჩეული კოლექციაა წარმოდგენილი ამ მუზეუმში. ორ სართულზე გასაოცარ სამკაულებს დაათვალიერებთ, შეძენა კი მუზეუმის მაღაზიაში შეგიძლიათ.

10. ჯალ მაჰალი/Jal Mahal
ერთი შეხედვაც საკმარისია ჯალ მაჰალზე, რომ თავი მირაჟში გეგონოთ. ეს მშვიდი ადგილი მან საგარის ტბაზე მდებარეობს და ღამით განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია. საინტერესოა, რომ მისი 4 სართული წყლის ქვეშ მდებარეობს. მიახლოება აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ გაისეირნოთ ტბილს ბილიკზე და დატკბეთ ხედებით.

11. ბაზრობები
ჯაიპური სუვენირების მექაა. აქაური ბაზრობები წარმოგვიდგენენ სამკაულს, კოსტიუმებს, ქსოვილებს, ქოთნებს და თოჯინებს. განსაკუთრებული შოპინგ გამოცდილებისთვის, ეწვიეთ რაჯასტალის ხელნაკეთ ემპორიუმს, სადაც ტრადიციული ნივთები, მორთული ლარნაკები, სარები და ხის ნივთებია. ჯოჰარის ბაზრობა სამკაულის მოყვარულთა სამოთხეა. აქ ოქროს და ვერცხლის ნივთებს ნახავთ. ბაპუს ბაზრობა კი ხელნაკეთ ქსოვილებს და სუვენირებს წარმოგვიდგენს.

12. Panna Meena ka Kund
ქარვის ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ, არ გამოგრჩეთ ეს განსაკუთრებული ადგილი. ადგილობრივები აქ ხშირად მოდიოდნენ, რათა თავიანთი დოქები წყლით შეევსოთ. ეს ასევე წლების მანძილზე ასრულებდა გრილი ადგილის ფუნქციას გაუსაძლის სიცხეში. დღეს პანა მინას ტურისტები ფოტოების გადასაღებად სტუმრობენ. მისი ფერი და ლაბირინთის ფორმის კიბეები საკმაოდ ფოტოგენურია.

13. აკშარდჰამის საყდარი/Akshardham Temple
ეს საყდარი ანტიკურ ძეგლს ჰგავს, მაგრამ 21-ე საუკუნეშია აგებული. აკშარდჰამის რელიგიური კომპლექსი შთამბეჭდავი ადგილია დილასაც, შუადღესაც და საღამოს საათებშიც. შედით მასიური თაღების ქვეშ, დაათვალიერეთ ულამაზესი მხატვრობა და მშვიდი შიდა ბაღი.

14. ფესტივალები
ჯაიპურში რომელიმე ფესტივალზე დასწრება აუცილებელი აქტივობაა, რადგანაც ამ ქალაქში მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები იმართება. მაგალითად, იანვარში დაესწრებით ფრანების და ლიტერატურს ფესტივალს. ქალაქში ტარდება სპილოების ფესტივალი, სხვადასხვა ღვთაებების და აშ. ყველა მათანი ფერადი და საინტერესოა.











