დელი ორ განსხვავებულ სამყაროს აერთიანებს: ახალ დელის და ძველ დელის. ახალი – ქვეყნის თანამედროვე დედაქალაქია, თუმცა ძველი, დღემდე ქვეყნის სიმბოლურ გულად აღიქმება. ქალაქს ანტიკური ისტორია აქვს, ის მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი და დატვირთული საერთაშორისო კარიბჭეა 20 მილიონი მაცხოვრებლით. დელი ტრადიციებისა და მოდერნიზაციის მიქსს წარმოადგენს. ჰინდუიზმში აღიარებული წმინდა მდინარე იამუნა ახალ დელის და ძველ დელის ერთმანეთისგან ყოფს. ინდოეთის დედაქალაქში სანახავი და გასაკეთებელი ბევრია. გარდა ღირსშესანიშნაობებისა, ის ცნობილი კომერციული ცენტრიცაა. ჩვენ აქ საუკეთესო სანახაობებს გირჩევთ:

1. წითელი ციხესიმაგრე (The Red Fort)

ეს ლამაზი წითელი ციხესიმაგრე მე-17 საუკუნეში ააგეს. ეს გასაოცარი ნაგებობა მათალი, წითელი ქვიშისფერი კედლებით მოიცავს ასეთივე შთამბეჭდავ კარიბჭეს. მასში შესვლისას უძველეს ბაზარს აღმოაჩენთ, სადაც აბრეშუმი, სამკაული და ვერცხლის ნაკეთობები, სხვადასხვა სუვენირები და საკვები იყიდება.

2. მინარეთი (Qutub Minar)

მე-12 საუკუნეში შექმნილი ეს ცნობილი მონუმენტი ინდოეთის უმაღლესი მეჩეთის კოშკია. ის იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ბევრ ვიზიტორს იზიდავს შთამბეჭდავი ხედებით დასატკბობად. 70 მ. სიმაღლის მინარეთი სხვადასხვა ტიპის ქვისგანაა აგებული.

3. ლოდის ბაღები (Lodi Gardens)

ახალი დელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკი, რომელიც ადგილობრივებს უყვართ, ლოდია. აქ სიმწვანე და ბევრი ნაგებობა დაგხვდებათ უძველესი დროიდან, მნიშვნელოვანი ნანგრევებით. არქიტექტურულად ყველაზე მნიშვნელოვანია მე-15 საუკუნის მავზოლეუმი და მე-16 საუკუნის ხიდი ტბაზე თავისი თაღებით. აქ 100-ზე მეტი სახეობის ხე, 50 სახეობის პეპელა და ბევრი ჩიტი ბინადრობს. ამ ბაღებში მდებარეობს ბონსაის პარკიც.

4. სიქების ტაძარი (Gurudwara Bangla Sahib)

დელის ეს უმნიშვნელოვანესი რელიგიური ადგილი მე-18 საუკუნეშია აგებული და აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამ კომპლექსში მდებარეობს ულამაზესი აუზიც. აქ მდებარე ხელოვნების გალერეა და პატარა მუზეუმი სიქების რელიგიის ისტორიას გვაცნობს. აქ ყველა ვიზიტორს მეგობრულად ხვდებიან.

5. ლოტუსის საყდარი (The Lotus Temple)

ეს ბრწყინვალე საყდარი, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურული ნიმუშია, თეთრი მარმარილოთია აგებული და გარედან ლოტუსის ყვავილს წააგავს. ის მეოცე საუკუნეში ააგეს და მას შემდეგ უკვე 70 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. ამის გამო ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა.

6. ინდოეთის კარიბჭე (India Gate)

პარიზის ტრიუმფალური თაღის მსგავსი ინდოეთის კარიბჭე ქვის ნაგებობაა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გარდაცვლილ ინდოელ ჯარისკაცებს ეძღვნებათ. აქ მუდამ ბევრი ხალხი ტრიალებს: ადგილობრივები და ტურისტები სეირნობენ და პიკნიკებს იწყობენ. ეცადეთ, რომ ნახოთ ღამითაც, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.

7. ჯამა მასჯიდის მეჩეთი (Jama Masjid)

ეს ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთია. ტურისტებს შეუძლიათ ავიდნენ კოშკურაზე და ძველ დელის გადმოხედონ. მოინახულეთ ცენტრალური აუზიც, სადაც ლოცვებამდე ბანაობდნენ. ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა გაიხადოთ ფეხზე და მათ წესების მიხედვით ეცვათ. ლოცვების დროს შესვლა აკრძალულია.

8. ჰუმაიანის სამარხი (Humayun’s Tomb)

ეს შთამბეჭდავი მავზოლეუმი ბაღით თეთრი მარმარილოთი და წითელი აგურითაა ნაშენი და ტაჯ მაჰალის პროტოტიპს წარმოადგენს, რომელიც აგრაში მდებარეობს. ის მე-16 საუკუნეში ჰუმაიანის ქვრივმა ააგო, რათა ქმრისთვის პატივი ეცა. სამარხი გარშემორტყმულია სიმწვანით. ღამით, განათებული მემორიალი განსაკუთრებით მომხიბვლელია.

9. აკშარდჰამის საყდარი (Akshardham)

2007 წელს გახსნილი ეს საყდარი გეგონებათ, რომ საუკუნეებს ითვლის. მისი მაგიური სილამაზის გამო ყოველწლიურად აქ უამრავი ვიზიტორი მოდის. აღსანიშნავია მისი 43 მეტრიანი მონუმენტი მდიდრული ჩუქურთმებით.

10. პურანა ქილა (Purana Qila)

ეს ძველი ციხესიმაგრე ხშირად ტურისტების მხრიდან დაჩაგრულია, რადგანაც ისინი უმეტესწილად წითელი ციხესიმაგრის სანახავად მიემართებიან. თუმცა, პურანა ქილა იმდენად შთამბეჭდავია, რომ დელიშ ყოფნისას მისი გამოტოვება არ ღირს. სტრუქტურამ რეგიონის საუკუნოვან ურთიერთობებში დიდი როლი ითამაშა.

11. პრეზიდენტის რეზიდენცია (Rashtrapati Bhavan)

დელის კიდევ ერთი გამორჩეული შენობაა პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც ქალაქის მთავარი ხეივნის ბოლოშია. ევროპული და აზიური არქიტექტურის მიქსი ულამაზეს შედეგს ქმნის. აქ 340 მდიდრულად მორთული ოთახი დაგხვდებათ. მისი მუზეუმი ინდოეთის პრეზიდენტების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. სასახლის ბაღი გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია.

12. ახალი დელის ეროვნული მუზეუმი

ეს ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია სხვადასხვა გალერეებით. აქ ნახავთ არქეოლოგიურ მონაპოვარს: ქოთნებს, ჭურჭელს, სამკაულს, სკულპტურებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ხანჯლებს და აშ. ცენტრალური აზიის გალერეა აბრეშუმის გზის არტეფაქტებს და კედლის მხატვრობებს წარმოგვიდგენს.

13. ლაქსმინარაიანის საყდარი (Laxminarayan Temple)

თუ დელიში ყოფნისას მხოლოდ ერთი საყდარი უნდა ნახოთ, უპირატესობა ამას მიანიჭეთ. ეს შთამბეჭდავი ჰინდუს რწმენის ეკლესია მაჰათმა განდიმ მეორე მსოფლიო ომამდე გახსნა. ის წმ. ლაქსმის სახელობისაა. გარშემო ტროპიკული ბაღი, შადრევნები და სკულპტურებია.

14. ეროვნული ზოოპარკი

აზიაში ერთ-ერთ საუკეთესო ზოოპარკად მიჩნეული დელის ზოოლოგიური ბაღი, 1959 წელს გაიხსნა და 1500 ცხოველს და ჩიტს აერთიანებს. ველური ბუნების წარმოადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან არიან. აქ იხილავთ ზებრებს, იაგუარებს, ვეფხვებს… საინტერესოა რეპტილიების კომპლექსი, სადაც სხვადასხვა ჯიშის გველები იმყოფებიან. შეგიძლიათ პარკი სპეციალური ელექტრო მანქანებით დაათვალიეროთ.

15. ეროვნული რკინიგზის მუზეუმი (The National Rail Museum)

ეს უზარმაზარი რკინიგზის მუზეუმი 30-ზე მეტ მატარებელს და რამდენიმე ძველ ვაგონებს წარმოგვიდგენს. აქ ინდოეთის სარკინიგზო ისტორიის 140 წელია მოყოლილი. მოინახულეთ უნიკალური კოლექციები, მათ შორის მანქანები, რომლებიც ძალაუფლების მქონე მაჰარაჯებს ეკუთვნოდათ. ასევე, უელსის პრინცის კაბინა, პირადი ვაგონები და აშ.

16. ჰაუს ხასის კომპლექსი (The Hauz Khas Complex)

ეს გასაოცარი ურბანული სოფელია ახალი დელის სამხრეთით, სადაც ანტიკური ქვის მონუმენტები მდებარეობს. აქ მეფეების საფლავები და ძველი სამარხებიცაა. ეს არეალი უსაფრთხოა და პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში, რადგანაც აქ ბევრი გალერეა, მაღალი დონის რესტორანი და ბუტიკია.