ბულგარეთი კომუნისტური ეპოქის არქიტექტურის და თანამედროვე ეკლექტური შენობების საინტერესო მიქს გვთავაზობს. აქ ყოველთვის აღმოაჩენთ ფერად ადგილს, უბანს ან მთლიანად ქალაქს, სადაც ფერთა გასაოცარი თამაშია.
Koprivshtitsa/კოპრივშტიტსა
ეს საუკეთესო მიმართულებაა თუ გსურთ იხილოთ როგორ გამოიყურებოდა ბულგარეთი 150 წლის წინ. აქ საუკეთესოდ შემონახული მე-19 საუკუნის სახლებია, რომელთა უმეტესობაც მუზეუმებად იქცა და ბულგარელ პოეტებს და სხვა მოღვაწეებს ეძღვნებათ. ეს პატარა ქალაქი წარსულში გამოგზაურებთ. დაათვალიერეთ თუ როგორ ოთახებში ცხოვრობდნენ ბულგარელები და მოისმინეთ მამაცი ადამიანების ისტორიები, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
Plovdiv/პლოვდივის ძველი ქალაქი
პლოვდივის ძველი ქალაქი გვხიბლავს სახლების თითოეული ულამაზესი დეტალით და აქ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებებით: ღვინის ფესტივალებით, ლიტერატურული საღამოებით, ლაივ კონცერტებით ღია ცის ქვეშ… ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და მიეცით თქვენს ცნობისმოყვარეობას საშუალება ამ ქალაქის ამოსაცნობად წინ გაგიძღვეთ.
Lovech/ლავექი
ეს ბულგარელების საყვარელი ადგილია, მაგრამ ტურისტებმა მის შესახებ არაფერი იციან. მისი ფერადი და გამორჩეული ნაწილია ეკლექტური სტილის სახლები მდინარის სანაპიროზე, რომლებსაც ქალაქის ისტორიულ ნაწილთან მივყავართ. ლავექის ძველ და ახალ ნაწილს ერთმანეთთან კულტურულად ღირებული ხიდი აერთებს. ძველ უბანში აღმოაჩენთ შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეს და ბუნების საოცრებებს, როგორებიცაა ჩანჩქერი და გამოქვაბული.
Ruse/რუზი
რუზს “პატარა ვენასაც” უწოდებენ, რადგანაც აქ ვენური ატმოსფერო იმ წამიდანვე იგრძნობა, როგორც კი ფეხს საფეხმავლო ალექსანროვსკას ქუჩაზე დადგამთ. აღდგენილი ფასადები ნათელ ფერებში, გაფორმებული ულამაზესი დეკორაციებით და სავსე ყვავილებით ნამდვილად მოგხიბლავთ. შადრევნების და კაფეების გარშემო აქ მუდამ ხალხი ირევა, რაც ქალაქს განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენს. მოინახულეთ ეკო მუზეუმი აკვარიუმით. თუ თავგადასავლებს ეძებთ, აღმოაჩინეთ დანუბეს კუნძულები.
Melnik/მელნიკი
მელნიკი ბულგარეთის ყველაზე პატარა ქალაქია, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ, ის ყველაზე ცნობილი ღვინის მიმართულებაა ქვეყანაში, სადაც უგემრიელესი ყურძნისგან დაწურულ ღვინოს მიირთმევთ. სახლები არაჩვეულებრივადაა შემონახული და მიუხედავად იმისა, რომ ცისარტყელას ფერებში არ შეუღებავთ, განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნიან შავ-თეთრ შენობებთან ერთად.
Zheravna/ჟერავნა
თუ ცენტრალურ ბულგარეთში მოგზაურობთ, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ამ დასახლებაში. სოფელ ჟერავნაში 200-ზე მეტი სახლი კულტურულ მონუმენტადაა აღიარებული მათი ხის ჭერითა და ორნამენტებით მორთული კარებებით. ფერადი ხალიჩები ამ მხარეში საკმაოდ გავრცელებულია. მოიხიბლებით ხელნაკეთი სუვენირებითაც თითქმის ყველა ქუჩაზე.