ამსტერდამი – კულტურული, გართობის და ღამის ცხოვრების ცენტრია. აქ უამრავი ღამის კლუბია, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ  ადგილობრივებისათვის, არამედ ჩამოსული ტურისტებისთვისაც. ერთ-ერთი საუკეთესოა – Paradiso, Escape და Melkweg. ისინი მდებარეობს Leidseplein-ის რაიონში Rambrandtplein-ის მოედანთან ახლოს, ამიტომ ამსტერდამის ამ ნაწილს ღამის ცხოვრების ცენტრად თვლიან. 

უდიდეს სცენებზე უკრავენ მსოფლიოში ცნობილი დიჯეები. ზაფხულში ქალაქში ტარდება ტრანს მუსიკის ფესტივალები, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება. წვეულებები კლუბებში ფაქტობრივად ყოველდღე იმართება. ყველაზე გრანდიოზული კი – ხუთშაბათიდან შაბათამდე.

კლუბი Paradiso

უდაოდ, ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ღამის კლუბია. აქ გამოდიოდნენ როგორც როკ-ჯგუფები (Sex Pistols, Rolling Stones) ასევე საუკეთესო დიჯეები (Tiesto, Armin van Buuren). ამ შენობის დარბაზი საკმაოდ უჩვეულო ფორმისა და კონფიგურაციისაა და ამის ხარჯზე აქ საოცარი აკუსტიკური ეფექტი იქმნება. კლუბი ქალაქის ცენტრში მდებარეობს (მისამართი: Weteringschans 6). ზოგადად Paradiso -ში შესასვლელი ბილეთი საკმაოდ ძვირია (ხანდახან 200 ევროც კი), მაგრამ ამას აკომპენსირებს იაფი ბარი და განუმეორებელი გართობა. 

Melkweg

ეს სრულყოფილი გასართობი კომპლექსია, სადაც მდებარეობს არა მხოლოდ ღამის კლუბი, არამედ კინოთეატრი, საკონცერტო დარბაზი, რესტორანი, დიდი ბარი და ტერასა. ეს შენობა ცნობილია თემატური წვეულებებით. მაგალითად, კვირაობით შესვლა შეუძლიათ მხოლოდ გოგოებს, პარასკევს და და შაბათს კი ტარდება საცეკვაო არენები, სადაც მოწვეული არიან ნიდერლანდების საუკეთესო დიჯეები. სამუშაო დღეებში კლუბში შესვლა ღირს 15-25 ევრო, მაგრამ ცნობილი მუსიკოსების მოწვევის დროს ფასი 200 ევრომდეც ადის. 

მისამართი: Lijnbaansgracht 234.

Escape

ამსტერდამის ამ უძველესი კლუბში საკმაოდ პომპეზური წვეულებები ტარდება ცნობილი დიჯეების თანხლებით. ეს კლუბი ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, ამიტომ ფეის-კონტროლი ხშირად არ უშვებს სტუმარს, თუ ის არ შეესაბამება დაწესებულ დრეს-კოდს. სტანდარტულად გრანდიოზული ღონისძიებები აქ დასვენების დღეებში ტარდება. შესასვლელი ბილეთის ფასი 50-დან 100 ევრომდე მერყეობს, ბარი კი საკმაოდ ძვირია.

მისამართი: Rembrandtplein 11

Nyx

კლუბი მდებარეობს ძველი შენობის რამოდენიმე სართულზე. აქ ყოველთვის საოცარი ატმოსფერო მეფობს. შენობა გათვლილია მხოლოდ ახალგაზრდებზე, ამიტომ მუსიკაც შესაბამისია. შესასვლელი ბილეთის ღირებულება არ არის ძვირი – 10 – 30 ევრო. სამუშაო დღეებში კი გოგოებისთვის 24:00 საათამდე შესვლა უფასოა, ბარი კი იაფი. 

მისამართი: Reguliersdwarsstraat 42

Sinners in Heaven

რაღაც მხრივ ეს VIP – კლუბია, სადაც ამსტერდამის ახალგაზრდა ელიტა ისვენებს. აქ ტარდება დახურული ღონისძიებები. მოხვედრა კი მხოლოდ ძვირადღირებული შესასვლელი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება (რომლის ღირებულებაც 500 ევრომდე ადის). ამასთან ერთად, შესაძლოა ამ ფასად ნაყიდი ბილეთის შემთხვევაშიც კი არ შეგიშვან. ეს კლუბი ცნობილია ექსკლუზიური სტილით, საოცარი მომსახურებით და სასიამოვნო ატმოსფეროთი.

მისამართი:Wagenstraat 3-7

Panama

კლასიკური კლუბი, ორიენტირებული ტრანს და ჰაუს მუსიკის მოყვარულებზე. დიდი დარბაზი იტევს 1000-მდე სტუმარს. ცნობილი დიჯეების ჩამოსვლის დროს კი დარბაზი ორმაგ რაოდენობასაც მასპინძლობს. ეს კლუბი ცნობილია პირველ რიგში იმით, რომ აქ მოხვედრა მარტივია, ფასებიც შესაბამისი. ბილეთის ღირებულება 10-20 ევროს შეადგენს, და 25 ევროს თან წაღების შემთხვევაში, კარგადაც მოილხენთ. 

მისამართი: Oostelijke Handelskade 4

Mazzo

ეს პატარა კლუბი იორდანის რაიონში მდებარეობს. აქ ტექნო მუსიკის მოყვარულები იკრიბებიან, სადაც ყოველ პარასკევს ინგლისური ანდეგრაუნდის საღამოებიც ტარდება. აქ შესვლა იაფია – დაახლოებით 5-15 ევრო, ბარიც შესაბამისაად ხელმისაწვდომი. 

მისამართი: Rozengracht 114

Power Zone

ამ კლუბის ყველაზე გამორჩეული ადგილი უდიდესი დარბაზია საცეკვაო მოედნით და სცენით. შენობა მდებარეობს ძველი ქარხნის ადგილას. ინტერიერი მაქსიმალურად მინიმალისტურია, რაც ატმოსფეროს კომფორტულს ხდის. აქ შესასვლელი ღირებულების ფასიც საკმაოდ ადეკვატურია, ის არ აღემატება 20 ევროს, ბარში კი ერთი კოქტეილის ღირებულება 5-10 ევროს შეადგენს. 

მისამართი: Daniel Goedkoopstraat 1

Hotel Arena

პატარა კლუბი, რომელიც მდებარეობს ძველი სასტუმროს ადგილას. ამ შენობის სიმყუდროვე იმაში მდგომარეობს, რომ აქ შეიძლება როგორც ცეკვა, ასევე ვახშმობაც და დალევა, რაც მაქსიმალურად გათვლილია ტურისტების ნაკადზე. საუკეთესო წვეულებები ტარდება დასვენების დღეებში, სადაც შესვლის ღირებულება 10-30 ევროს შეადგენს, ბარიც იაფია. 

მისამართი: Gravesandrestraat 51

Studio 80

საკმაოდ ცნობილი საცეკვაო კლუბია ტექნოს მიმართულებით. მსოფლიო დონის დიჯეები კი ამ ადგილის ხშირი სტუმრები არიან. შესვლა ღირს 15-20 ევრო.

მისამართი: Rembrandtplein 17.