სემინიაკი ბალის განსაკუთრებული კურორტია. აქ ულამაზესი სანაპიროების გარდა, უამრავი გასართობი სასიამოვნო აქტივობაც გელით. სემინიაკი ბალის თანამედროვე მხარეა, სადაც ქუჩებში მაღაზიებსაც აღმოაჩენთ და რესტორნებსაც. შენი მეგზური აქ საუკეთესო თავშესაქცევებს გირჩევთ.

სემინიაკის სანაპირო/Seminyak Beach

ბალის დასავლეთ ნაწილში მდებარე სემინიაკის სანაპირო დღის მანძილზე ძალიან მშვიდია. ის მშვენიერი ადგილია მეგობრებთან ერთად გასართობად, ფრანების ასაფრენად, გასარუკად თუ საცურაოდ.

პეტიტენგეტის საყდარი/Petitenget Temple

ეს სემინიაკის ცენტრალური კულტურული ძეგლია. პეტიტენგეტის საუკუნოვანი საყდარი აუცილებლად მოსანახულებელთა სიაშია. პეტიტენგეტის სანაპიროც საყდართან მდებარეობს, სადაც ულამაზესი მზის ჩასვლის სცენებით დატკბებით.

Double Six Beach

ეს ნახევარ კილომეტრზე გაჭიმული თეთრი ქვიშის სანაპირო სემინიაკის სანაპიროს გაგრძელებაა და სანაპირო ბარ-რესტორნებსაც აერთიანებს.

ექოს სანაპირო/Echo Beach

ექო ბალის პოპულარული სერფინგის ადგილია. ის პოპულარული გახდა გარშემო არსებული კლდეების და ულამაზესი ხედების გამო. აქ დააგემოვნებთ გემრიელ ზღვის პროდუქტებს. სანაპირო სუფთა და საუცხოოდ მოვლილია.

ცხენებით სეირნობა

ბალის ულამაზესი ბუნებით დასატკბობად კანგუს და სემინიაკის სანაპიროებზე ცხენით სეირნობის ტურების აღება შეგიძლიათ. თან პერსონალური გიდიც გამოგყვებათ.

სპა დასვენება

ბალი აზიის ტოპ-სპა მიმართულებაა და ამ მხრივ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. აქაური მასაჟი და გამაჯანსაღებელი პროცედურები მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. რამდენიმე მათგანია: Jalan Raya Seminyak, Kunti და Laksmana.

სერფინგი

სემინიაკის სანაპირო სერფინგისთვის იდეალური ადგილია. აქ კუტას სანაპიროზე დიდი ტალღებია და მოყვარულებსაც შეუძლიათ სერფინგით დაკავება.

ბერავას სანაპირო/Berawa Beach

ეს სანაპირო კანგუში მდებარეობს. ის ქარიანი და იდეალურად სუფთაა ღია ყავისფერი ქვიშით. ბერავაზე დააკვირდებით ადგილობრივი მეთევზეების ტიპურ ყოველდღიურ ცხოვრებას.

პეტიტენგეტის სანაპირო/Petitenget Beach

პეტიტენგეტის სანაპიროს თავისი სახელი მასთან მდებარე საყდრის გამო ეწოდა. ის ბალის მშვიდი სანაპიროა და მასთან მისვლა ადვილია.