სამხრეთ ამერიკაში არგენტინა არგამოსატოვებელი მიმართულებაა, რომელიც მოგზაურებს იმედებს ნამდვილად არ უცრუებს. აქ ბევრი რამაა სანახავი და გასაკეთებელი. ჩვენ მსოფლიოს სიდიდით რიგით მერვე ქვეყანაში მთავარ სანახაობებს გირჩევთ:

1. ბუენოს აირესი

არგენტინის დედაქალაქისთვის გლამური და გართობა ნამდვილად ნაცნობია. აქ ასევე ყველაზე მეტი წიგნების მაღაზია მდებარეობს. ბუენოს აირესში იხილავთ მსოფლიო კლასის ოპერის, ბალეტისა და სიმფონიური მუსიკის თეატრს, კოლონს, ლათინოამერიკული ხელოვნების მუზეუმს, მალბას, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, მამბას და სახვითი ხელოვნების მუზეუმს. მართალია ბუენოს აირესი წლის ყველა სეზონზე სასიამოვნოა, მაგრამ გაზაფხული აქ განსაკუთრებულია. ამ დროს აქ იასამნისფერი ყვავილები ხარობს და ამინდი უბრალოდ იდეალურია. პალერმო და სან ტელმო საუკეთესო უბნებია სანახაობების და რესტორნების კუთხით.

2. მენდოზა

მენდოზას პროვინცია ათასობით ბოდეგას ანუ ღვინის საწარმოს აერთიანებს, რაც საშუალებას გაძლევთ აქ სხვადასხვა ტიპის ღვინო დააგემოვნოთ. შეგიძლიათ შუერთდეთ ვენახებში ექსკურსიებს, ვორქშოფებს და დააგემოვნოთ არგენტინის სამზარეულო. დაკავდებით ასევე რაფტინგით და ლაშქრობით. გასტრონომიის და ბუნების კომბინაცია მენდოზას ბრწყინვალე მიმართულებად აქცევს.

3. ელ ჩალტენი (EL CHALTÉN)

ეს პატარა ქალაქი სანტა კრუზის პროვინციაში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქრო მიმართულებაა. უზარმაზარი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ბევრი გადმოსახედი და თვალწარმტაცი კლდეებია.

4. მარ დელ პლატა (MAR DEL PLATA)

მართალია არგენტინა სანაპიროებით ცნობილი არაა, მაგრამ მარ დელ პლატა ქვეყნის ყველაზე საყვარელი საზაფხულო მიმართულებაა. მისი ცენტრალური სასტუმრო-კაზინო არგენტინიც მოდერნიზაციის სიმბოლოა 30-40-იანი წლებიდან. ამ ქალაქში დაიბადა ალფაჯორე (ორცხობილის მსგავსი სენდვიჩი).

5. იგუაზუს ჩანჩქერები

არგენტინის, ბრაზილიის და პარაგვაის საზღვარზე მდებარე ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ტერიტორია მსოფლიოს გამორჩეული ჩანჩქერებით იწონებს თავს. მას ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო საოცრებასაც კი უწოდებენ მსოფლიოში.

6. ბარილოჩი (BARILOCHE)

ტბის პირას მდებარე ეს ქალაქი ცნობილი ტურისტული მიმართულებაა არგენტინაში. მთებში ჩამალული ტყეები და ტბის სანაპირო ზოლი მართლაც რომ შთამბეჭდავია. მის მეზობლად მდებარეობს სამხრეთ ამერიკის უდიდესი ზამთრის სპორტული კურორტი – Cerro Catedral.

7. კებრადა (QUEBRADA DE HUMAHUACA AND SALINAS GRANDES)

არგენტინის ანდები ულამაზესი მთათა სისტემაა. კებრადა ბოლოვიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და უალამზესი შეფერილობის გორაკებს გვთავაზობს. აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების მანძილზე არსებული კოლონიალიზმის მიუხედავად საკუთარ ტრადიციებს ერთგულად ინახავენ. სამზარეულო მართლაც უგემრიელესია. რეგიონის უნიკალური დელიკატესია: Llama. მას სალიამისგან ამზადებენ.

8. უშუაია (USHUAIA)

უშუაია მსოფლიოს ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია. მას ანტარქტიტიდან 1000 კმ აშორებს. აქ ზაფხულში ლაშქრობენ, ზამთარში კი დასრიალებენ. მიირთმევთ გემრიელ ადგილობრივ კერძებს, მათ შორის კორდერო პატაგონიკოს.

9. იბერას პარკი (PARQUE NACIONAL IBERÁ)

იბერას პარკში ჩიტების ყველაზე ექსტრაორდინალური პოპულაციაა მთელ მსოფლიოში. აიღეთ კაიაკის ან ნავის ტური და თვალი მოკარით ჩიტების მრავალფეროვან სახეობებს.