ბრაზილიის გასაოცარ ქალაქ, რიო დეჟანეიროში ყურადღებას ბევრი რამ გაგიფანტავთ, მაგრამ რიოთი დატკბობა უფასოდაც შეგიძლიათ. აქ ბევრი ლამაზი პარკი, ბაღი და უფასო ღირსშესანიშნაობაა.

1. უფასო მუზეუმები

ქალაქს ბევრი უფასო მუზეუმი და საგამოფენო სივრცე აქვს, რომლებიც ბრაზილიურ ისტორიას და კულტურას გაგვაცნობენ. ხელოვნებისა და არქიტექტურისთვის ეწვიეთ თანამედროვე მუზეუმს, რომელიც ნეოკლასიკურ შენობაში მდებარეობს: Centro Municipal de Arte Hélio Oiticica. თუ ბრაზილიაში მონობის პერიოდით ხართ დაინტერესებული, მაშინ ამ ლოკაციას გირჩევთ: At the Instituto de Pesquisa e Memória Presto Novos. ასევე, აქ ერთი პატარა უფასო მუზეუმია: Museo do Indio, ფოტოების დიდი არქივით.

2. სანაპიროები

დაისვენეთ კოპაკაბანას ან იპანემას სანაპიროებზე. იქ დაგხვდებათ კიოსკები, სადაც სკამის და ქოლგის აღებას შეძლებთ. საკვების ყიდვა იქ რომ არ მოგიწიოთ, წაიყოლეთ ლანჩი.

3. ეწვიეთ ლაპას საკულტო კიბეებს

რიოს ეს ცნობილი კიბე ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული მიმართულება გახდა. ამ ფერადი ფილების და მოზაიკების ფონზე ტურისტები ფოტოების გადასაღებად მოდიან. სელარონის კიბიდან (ESCADARIA SELARÓN) დაიწყეთ ამ ბოჰემური უბნის, ლაპას დათვალიერება, მოინახულეთ ლაპას თაღები და მეტროპოლიტის კათედრალი.

4. შეაფასეთ პორტუგალიის სამკითხველო ოთახის თაროები

წიგნის მოყვარულები ამ მე-19 საუკუნის საკულტო ბიბლიოთეკას აუცილებლად უნდა ეწვიონ. ის ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერიერის მქონე შენეობაა, თანაც მისი მონახულება უფასოა. დაკეტილია შაბათ-კვირას.

5. დაათვლიერეთ ქუჩის ხელოვნება

ლაპაში ქუჩის ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, რიოს ყველა უბანში აღმოაჩენთ კედლის მხატვრობას. მათზე ბრაზილიელი და საერთაშორისო არტისტები მუშაობენ.

6. შეიგრძენით სამბას რიტმი ქუჩებში

კარნავალის დროს რიოს ქუჩებს სამბას მელოდიები მოიცავს. მსოფლიოს ეს უდიდესი დღესასწაული მთელ ქალაქს აცეკვებს. ეწვიეთ სამბას პოპულარულ ბარებს: Bip Bip in Copacabana და Bar do Omar, რომლიდანაც ნავსადგურის ხედები იშლება.

7. გაილაშქრეთ

შეგიძლიათ ქალაქით და მისი სანაპიროებით ზედხედიდანაც დატკბეთ. მთაზე ადის საბაგიროებიც და სალაშქრო გზებიც. აირჩიეთ სასურველი სირთულის და ხანგრძლივობის.

8. დატკბით ბუნებით პარკებსა და ბაღებში

ქალაქის ფლორით და ფაუნით მის უფასო პარკებშიც დატკბებით. ეწვიეთ ლაჟის პარკს (Parque Lage); გლამინგოს პარკს (Parque do Flamengo); რუინასს (Parque das Ruínas). რიო-დეჟანეიროს ბოტანიკური ბაღები ულამაზესია.