პამპლონა ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარეობს და აერთიანებს მდიდარ ისტორიას და საუცხოოდ შემონახულ ძველ ქალაქს ახალგაზრდული ატმოსფეროთი და ცოცხალი ბარებით. აქ ისტორია ძველ შენობებსა და ქალაქის კედლებშია აღბეჭდილი.

1. გაისეირნეთ კასკო ანტიგუოში

3 კმ სიგრძის საფეხმავლო გზა პამპლონას ისტორიულ შენობებს და მე-16 საუკუნის ქალაქის კედლებს დაგათვალიერებინებთ. 1920-იან წლებში ჰემინგუეი ხშირად სტუმრობდა პამპლონას. ის თავის შემოქმედებაში ნახსენებიც აქვს, ამიტომაც აქ მის მონუმენტსაც იხილავთ. კასკო ანტიგუოს სასეირნო გზა ბევრ ისტორიულ და შთამბეჭდავ შენობებს თუ კარებებს მოგატარებთ, საბოლოოდ კი მიხვალთ კათედრალამდე.

2. ეწვიეთ პამპლონას შთამბეჭდავ კათედრალს და მუზეუმს

პამპლონას სანტა მარიას ნეოკლასიკური ფასადის მიღმა შთამბეჭდავი გოთიკური ინტერიერი იმალება. წინა ნაგებობის ნანგრევები ჩვ.წ.-მდე მეორე საუკუნით თარიღდება. იხილავთ რომაულ მოზაიკებს, რომაულ საყდარს და ჩანაწერს თუ როგორ მღეროდნენ აქ ბერები. შეუერთდით დილის 11 საათის ტურებს და იხილეთ კათედრალის საათის კოშკი, რომელიც ესპანეთში უდიდესი მუშა საათია.

3. შეისწავლეთ ადგილობრივი ისტორია ნავარას მუზეუმში

პამპლონას ისტორიულ ცენტრში მდებარე ნავარას მუზეუმი ფართო ისტორიულ პერიოდს გვაცნობს, რომელიც პრეისტორიული არტეფაქტებით იწყება და მე-10/21-ე საუკუნის ხელოვნებით სრულდება. პამპლონას სახელწოდება პომაელოდან მოდის, გენერალ პომპეისგან, რომელმაც ამ ადგილას სამხედრო ბაზა დააფუძნა.

4. შეუერთდით ფიესტა დე სან ფერმინს

პამპლონაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ სან ფერმინის ფიესტა, 9 დღიანი ფესტივალი და დღესასწაული. თუ ქალაქში ჩასვლას ამ პერიოდში (6 ივლისიდან 14 ივლისამდე) გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროები სწრაფად ივსება. შეუერთდებით ტრადიციულ თემატურ აქტივობებს, მოისმენთ ესპანურ სიმღერებს და თავს რაღაც დიადის ნაწილად შეიგრძნობთ.

5. მიირთვით გარეთ პამპლონაში

პამპლონა სავსეა კარგი რესტორნებითა და ბარებით, სადაც ბასკურ სამზარეულოს დააგემოვნებთ ტრადიციული ნავარიული კერძებით. ჩვენ გირჩევთ ბარებს: Bar Gaucho და Bodegón Sarria. ასევე, გირჩევთ გამორჩეულ კაფეს: Café Iruña-ს, რომელიც ულამაზესი დეკორის წყალობით პამპლონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარის სახელით პოზიციონირებს.

6. ეწვიეთ ჯადოქრების მუზეუმს და გამოქვაბულს

პამპლონადან 1 საათის სავალ გაზე, ბასკურ მთებში მდებარე სოფელი ზუგარამურდი მე-17 საუკუნეში ჯადოქრების ადგილად იყო ცნობილი. შეისწავლეთ ამ პერიოდის ისტორია მის მუზეუმში და მოინახულეთ გამოქვაბული, რომელშიც გადმოცემის თანახმად რიტუალებს ატარებდნენ. მუზეუმი დაკეტილია ორშაბათს და სამშაბათს.

7. დალაშქრეთ ვალ დელ რონკალი

The Valle del Roncal – მთიანი მშვიდი ადგილია, სადაც ლაშქრობის მოწყობა შეგიძლიათ. მოინახულებთ ბელაბარზეს ჩანჩქერს და დატკბებით სოფლის ატმოსფეროთი. სოფელი ისაბა პამპოლონადან 1.30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.

8. აღმოაჩინეთ ნავარას ღვინო

ნავარაში ღვინის წარმოება რომაული პერიოდით თარიღდება და ამ რეგიონში ვენახები უკვე 2000 წელია რაც არსებობს. თუ უფრო მეტის შესწავლა გსურთ, ეწვიეთ ღვინის მუზეუმს ოლიტეში.