ვენესუელა აერთიანებს ყველაფერს, რაზეც შეიძლება გეოცნებათ: სიცოცხლით სავსე ქალაქებს, გამჭვირვალე ტბებს, სანაპირო კურორტებს, შთამბეჭდავ ჩანჩქერებს და საოცარ ტყეებს. ეს ლათინო ქვეყანა მსოფლიოში გამორჩეულად მეგობრული ხალხის ქვეყანაა. ანდების მთებით და კარიბის სანაპიროებით გარშემორტყმულ ვენესუელაში ბევრი საოცარი ადგილია. შენი მეგზური წარმოგიდგენთ მის იმ მხარეებს, რის გამოც ამ ქვეყანაში მოგზაურობას აუცილებლად გადაწყვეტთ:

1. ენჯელის ჩანჩქერების ხილვისთვის (Angel Falls)

კლდიდან დაშვებული წყლის ეს შთამბეჭდავი კასკადი ვენესუელის გამორჩეული სილამაზეა. ჩანჩქერის სიმაღლე 978 მეტრს აღწევს. ის კანაიმას ეროვნულ პარკში მდებარეობს, იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე. როგორც წესი, მის მოსანახულებლად 2 დღიან ტურებს აორგანიზებენ.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: ივნისი-სექტემბერი

2. მარგარიტას კუნძულზე დასვენებისთვის

ვენესუელას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ეს უდიდესი კუნძული ქვეყნის დედაქალაქთან, კარაკასთან მდებარეობს. მას “კარიბის მარგალიტსაც” უწოდებენ, რადგანაც თავს სუფთა თეთრი ქვიშით და ტროპიკული ატმოსფეროთი იწონებს. აქ დაკავდებით წყლის სპორტით და გაერთობით ღამის ცხოვრებით, რადგანაც მარგარიტას კუნძულზე ბევრი სანაპირო ბარი, დისკო და სალსას კლუბია.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: მთელი წლის მანძილზე

3. ქორონიზე (Choroni) რელაქსაციისთვის

ვენესუელას ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა. აქ ბევრი კოლონიალური სახლი და მშვიდი გარემოა. შეგიძლიათ მოინახულოთ ჰენრი პიტიეს ეროვნული პარკი თავისი ჯუნგლებით და მისტიკური ტყეებით. ქორონი გამორჩეული ლოკაციაა ეგზოტიკური ჩიტების სანახავადაც.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: იანვარი-მარტი

4. ლო ლანოსში (Los Llanos) გასასეირნებლად

ვენესუელას მორიგი პოპულარული ადგილი იდეალურად მობიბინე ველი და სავანაა, სადაც მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად გექცევათ. აქ მდებარე ორინოკოს მდინარე ვენესუელასა და კოლუმბიას შორის არსებული ერთგვარი საზღვარია. ლანოსი ულამაზეს მზის ჩასვლის ხედებს გვთავაზობს.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: ივნისი-სექტემბერი

5. ლოს როკესის (Los Roques) ტროპიკული სამოთხით ტკბობისთვის

ლოს როკესი 200 პატარა კუნძულს აერთიანებს. პალმებით მიმოფანტული პატარ-პატარა სანაპიროები სამოთხის იდილიას ქმნიან. აქ დაცული ეკოსისტემის ნაკრძალი მდებარეობს მარჯნის რიფებით და მდიდარი წყალქვეშა ფაუნით. ცნობილი მიმართულებაა დაივინგისა და სნორკელინგისთვის.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: მთელი წლის მანძილზე

6. მთა რორაიმათი (Roraima) მოხიბვლისთვის

ეს მთა ცნობილი სალაშქრო მიმართულებაა, რომელიც ხშირად ღრუბლებითაა გარშემორტყმული და უნიკალურ ფაუნას წარმოგვიდგენს. აქ მრავალფეროვანი მცენარეები და ბევრი სალაშქრო ბილიკია გაყვანილი.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: მარტი-მაისი

7. მედანოს დე კოროს (Medanos de Coro) მონახულებისთვის

სამხრეთ ამერიკის ეს პატარა საჰარა თითქოს იმ ბროშურის ფოტოა, რომელსაც აწერია: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში”. ეს ულამაზესი უდაბნო ამ ტროპიკული ქვეყნის გულში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ უდაბნოს შიდა ტბებიც აქვს და საუკეთესო დროის გატარებას გვპირდება.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: მარტი-მაისი

8. მერიდას საბაგიროს გამოცდისთვის

მერიდაში მდებარე საბაგირო ყველაზე მაღალი საბაგირო სისტემაა მსოფლიოში. ის ზღვის დონიდან 1640 მეტრიდან 4765 მეტრამდე ადის. მისით მგზავრობა აუცილებლად გამსოაცდელი აქტივობაა ვენესუელაში.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: მთელი წლის მანძილზე