მუზეუმები, არქიტექტურა და ფარული ისტორიული ძეგლები კატარში საუკეთესო სანახაობათა სიაში შედიან. თუმცა, აქ ასევე გელოდებათ სპარსული ყურე, უდაბნო, მშვიდი სანაპიროები და დიუნები, სადაც პირად აღმოსავლურ თავგადასავალს მოიწყობთ. დოჰას უნიკალური არქიტექტურიდან უდაბნომდე და საფარიმდე, არაბული კულტურა აქ ყველა ქუჩის კუთხეში იჩენს თავს. ჩვენ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
1. უდაბნოს საფარის ტურები
უდაბნოს ტურები დოჰადან შეგიძლიათ დაგეგმოთ. სამხრეთით მდებარე მესაიედის უდაბნო (Mesaieed desert) მშვენიერია მაღალი გამავლობის მანქანით რომ გაისეირნოთ. შეგიძლიათ ასევე გაიაროთ აქლემებით და უფრო ტრადიციული გამოცდილება მიიღოთ.
2. ალ ზუბარას არქეოლოგიური ძეგლის მონახულება
ეს ძეგლი მშვენიერი გაჩერებაა კატარის ისტორიას რომ გაეცნოთ. ციხესიმაგრის ცენტრალური ნაწილი 1938 წელს აშენდა, ხოლო სანაპირო ქალაქი ალ შამალი 1760 წლით თარიღდება. ის კატარის მდიდარ ისტორიას წარმოგვიდგენს. იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ნაგებობა დოჰადან 100 კილომეტრში მდებარეობს.
3. ბანანას კუნძულზე დასვენება
დოჰადან 20 წუთის დაშორებით მდებარე ბანანას კუნძული ქალაქის ცენტრის ქაოსს მოგწყვეტთ. გაყევით ბორანს ფირუზისფერ წყლებში და დაათვალიერეთ ეს საოცარი კუნძული-კურორტი. დაკავდით წყლის სხვადასხვა სპორტით.
4. მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება
ფეხბურთი, კრიკეტი, ცხენებით ჯირითი, ხელბურთი თუ სხვა, კატარი მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებებს გვთავაზობს მთელი წლის მანძილზე. ესტუმრეთ ხალიფას საერთაშორისო სტადიონს.
5. შეიხ ფაისალ ბინ ქასიმის მუზეუმი
ეს მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მუზეუმია მთელ შუა აღმოსავლეთში. აქ შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი ისტორიული არტეფაქტებით, მათ შორის ვინტაჟური მანქანებით, კოსტიუმებით და ეგზოტიკური ხელნაკეთი ხალიჩებით მთელი მსოფლიოდან. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.
6. კაიაკით ალ დაკირას სიმწვანეში
როცა ქალაქში ძალიან ცხელა, მიაკითხეთ ალ დაკირას მანგროს ტყეებს და დაათვალიერეთ არაბული ჯუნგლები კაიაკით. შეისწავლეთ ადგილობრივი ველური ფლორა-ფაუნა.
7. დასვენება ფუვაირიტის სანაპიროზე
Fuwairit Beach კატარის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპიროა, დოჰადან 100 კილომეტრში. წყალი საოცრად მშვიდია და სანაპიროზე შეძლებთ განტვირთვასაც.
8. კატარის ტრადიციულ ბაზრობაზე ვაჭრობა
Al Wakrah Souq – ტრადიციული ბაზრობაა, რომლის დახლებზეც სუნელები, სუვენირები და სხვა ავთენტური ნივთები დაგხვდებათ. მარტივია დაიკარგოთ მის მაგიურ ატმოსფეროში და თან უნიკალური ნივთები წამოაყოლოთ.
9. დიუნების და ველური ცხოვრების გამოცდა
Khor Al Adaid – თავგადასავლების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. კატარის უდაბნოში მდებარე ამ არაჩვეულებრივ ადგილს სახმელეთო ზღვასაც უწოდებენ. ის იუნესკოს მიერ აღიარებული ბუნებრივი ნაკრძალია, ამიტომაც მოინახულეთ მისი ფლორა-ფაუნაც.
10. ალ ჯასასიას (Al Jassasiya Rock Art Site) 1000 წლოვანი ძეგლის ხილვა
ეს ძეგლი ისეთივე მნიშვნელოვან მემკვიდრეობაა კატარისთვის, როგორც მისი მეჩეთები, მუზეუმები და ბაზრობები. ალ ჯასასია ხელშეუხებელი სილამაზე და ისტორიული საგანძურია.