ჯაიპური გამოირჩევა ლამაზი სასახლეებით, მაგიური ციხესიმაგრეებით და იდილიური ტბებით. ინდოეთის უდიდესი რეგიონის დედაქალაქს არავალის მთაგრეხილის დიდი მწვანე მთეები აკრავს. მას “ვარდისფერ ქალაქსაც” კი უწოდებენ. ის მე-18 საუკუნეში დაარსდა და 2019 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები ძველ უბანშია თავმოყრილი. თანამედროვე უბნებში კი ტრენდული ბუტიკები და კაფე-რესტორნებია.

1. მოინახულეთ ქალაქის სასახლე

ეს მე-18 საუკუნის სასახლე იდეალური ადგილია ჯაიპურში ვიზიტისას. ის სამეფო ოჯახის რეზიდენციაა, თუმცა მისი გარკვეული ნაწილები ღიაა ვიზიტორებისთვის. სტანდარტული ბილეთით შეხვალთ გალერეებსა და სასახლეს ეზოში. შეგიძლიათ მიირთვათ მის რესტორანშიც.

2. გაისეირნეთ მთაზე აგებულ ციხესიმაგრეში

ამბერის ციხესიმაგრე თითქოს მაოტას ტბაზეა ამოზრდილი. გადადეთ ამ კომპლექსის მოსავლელად მინიმუმ 2 სთ. არ გამოგრჩეთ სარკისებრი მოზაიკები. მეზობელ მთაზე დგას ჯაიგარი, რომელიც ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული სამხედრო ნაგებობაა მე-17 საუკუნიდან. აქ ნახავთ სკულპტურების პარკს და ცვილის მუზეუმს. თუ მზის ჩასვლას აქედან დააკვირდებით, თქვენ წინ ჯაიპურის საოცარი ხედები გადაიშლება.

3. მიიღეთ ავთენტური გამოცდილება ძველ ბაზარში

ჯაიპური შოპაჰოლიკების სამოთხეა, აქ სხვადასხვა ტიპის ფერადი სამოსი და სახლის აქსესუარებია. ასევე, ვერცხლის სამკაული და ჭურჭელი. აქ ყველა ბაზარი კონკრეტულ თემატიკას ეძღვნება. ჯოჰარიში სამკაულს ნახავთ, ტრიპოლიაში ქოთნებს, სკულპტურებს და აქსესუარებს, ბაპუში ტექსტილს და ტრადიციულ ფეხსაცმელს. კვირაობით მათი უმეტესობა დაკეტილია.

4. გამოარკვიეთ კოსმოსის საიდუმლოებები ჯანტარ მანტარში

მაჰარაჯა სავაი ჯაი სინი ცნობილი მათემატიკოსი და ასტრონომი იყო, რომელმაც ობსერვატორიები მთელ ინდოეთში ააგო. ჯანტარ მანტარში ათობით ასტრონომიული ინსტრუმენტია, რომლებიც მზის, პლანეტების, ორბიტების განლაგებებს გვაჩვენებენ, ასევე ზოდიაქოს.

5. შეისწავლეთ ჯაიპურის ტექსტილის ტრადიციები

ეწციეთ ანოკის მუზეუმს (Anokhi Museum), სადაც ტრადიციული ინდური ხელნაკეთობები დაგხვდებათ. მუზეუმი დაკეტილია ორშაბათობით.

6. დააგემოვნეთ რაჯასტანის სამზარეულო

რაჯასტანის კულინარიული მრავალფეროვნების გამოსაცდელად მიირთვით ტრადიციული კერძები: კერ სანგრი, გატე კი საბზი და ლაალ მაასი. დასალევად გირჩევთ ლასის, რომელიც იოგურტის მსგავსის ასმელია.

7. დალიეთ ჯაიპურის რომელიმე ბარში

ჯაიპურში კოქტეილის განსაკუთრებული კულტურაა. აქ ინდოეთის საუკეთესო ბარებიც კი მდებარეობს. გირჩევთ რამდენიმე მათგანს: The Johri, Bar Palladio, Paro.

8. იხილეთ ლაოპარდები ველურ საფარიში

ქალაქის ცენტრიდან 11 კილომეტრში ჯალანას ლეოპარდის პარკი მდებარეობს, რომელიც ქვეყნის უდიდესი ნაკრძალია, სადაც ლეოპარდები ბინადრობენ. პარკი მთელი წელია ღია, ხოლო ტურები დილით და შუადღეს ტარდება.

9. უყურეთ ფილმს არტ დეკოს კინოთეატრში

თუ ბოლივუდის ფილმის ნახვა ექსცენტრიკულ კინოთეატრში გაინტერესებთ, მიაშურეთ რაჯმანდირს. ის 1976 წელს გახსნეს.

10. მიიღეთ შთაგონება მუზეუმში

სამკაულის მოყვარულებს არ უნდა გამოგრჩეთ ამრაპალის მუზეუმი. აქ თანამედროვე დიზაინის 4000-ზე მეტი ნიმუშია.  ასევე გირჩევთ ალბერტ ჰოლის მუზეუმებს, სადაც მთავარი ღირსშესანიშნაობა ეგვიპტური მუმიაა სარკოფანგში.