ჰოი ანში საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოთ, მისი უბნების ფეხით ან ველოსიპედით დათვალიერებაა. მე-15/მე-19 საუკუნეებში ჰოი ანი ვიეტნამის სავაჭრო პორტი იყო აბრეშუმის, დარიჩინის თუ სამედიცინო მცენარეების მიმართულებით. შედეგად, ქალაქი ვიეტნამური, იაპონური, ჩინური და ფრანგული არქიტექტურის მიქსია. აქ არაჩვეულებრივად აღდგენილი სახლები, მაღაზიები, საყდრები, სუფთა სანაპიროები და მშვიდი მუზეუმებია.

1. დაათვალიერეთ ჰოი ანის ანტიკური ქალაქი

ჰოი ანის ანტიკური უბანი გვთავაზობს ჩინური საყდრების, იაპონური დიზაინის ხიდის, ხის მაღაზიების, ფრანგული კოლონიალური სახლების და ძველი არხების მიქსს. ეს არეალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ძველი მაღაზიები თანამედროვე ბიზნესებადაა ქცეული, მათ შორისაა სუვენირების მაღაზიები, ხელოვნების გალერეები და კაფე-რესტორნები.

2. გაისეირნეთ მდინარის პირას

ჰოი ანის მდინარისპირა არეალი მე-16/მე-18 საუკუნეებში უცხოელი მოვაჭრეების სამუშაო სივრცე იყო. მდინარის, ტუ ბონის სანაპირო სავსეა ბარებით, ბისტროებით და რესტორნებით, სადაც გემრიელ ზღვის პროდუქტებს, კოქტეილებს და ყავას დააგემოვნებთ. ფესტივალების დროს აქ ფერად ფარნებს უშვებენ.

3. გადადით იაპონურ ხიდზე

იაპონური ხიდი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება ჰოი ანის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. 18 მ. სიგრძის ხიდი აქ მცხოვრებმა იაპონელებმა ააგეს.

4. დაისვენეთ კუა დაის სანაპიროზე (Cua Dai)

კუა დაის სანაპირო სარელაქსაციო გასაქცევია ჰო ანის ანტიკური ქუჩებიდან. ეს 3კმ. სიგრძის თეთრი ქვიშა და რბილი ტალღები სიმშვიდეს მოგიტანთ. მიირთვით ზღვის პროდუქტები მიმდებარე კაფე-რესტორნებში.

5. ეწვიეთ ვან დუკ პაგოდას (Van Duc Pagoda)

ვან დუკ პაგოდა მე-17 საუკუნით თარიღდება. აქ ერთ-ერთი უძველესი ბუდისტური საყდარი მდებარეობს ცხოველთა სკულპტურებით, მხატვრობით და ხეებით, რომლებიც ჩრდილს ქმნიან. დატკბით საოცრად შემონახული არქიტექტურით.

6. ჰოი ანის მუზეუმი

ჰოი ანის მუზეუმი წარმოგვიდგენს რელიქვიებს, რომლებიც ჰო ანის 2000 წლის მდიდარ ისტორიას ასახავენ. ვიეტნამის ეს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი ადგილობრივ მემკვიდრეობას და ტრადიციებს ასახავს. აქ იაპონური ხიდიდან 10 წუთში მოხვდებით. დაკეტილია კვირაობით.

7. ფუჯის საკრებულოს დარბაზი (Assembly Hall Of Fujian Chinese)

ეს შენობა ჰოი ანის ერთგვარი სიმბოლოა. ის აერთიანებს ლამაზ ქანდაკებებს, ჩუქურთმებს და ხელოვნების ნიმუშებს. მე-17 საუკუნეში აგებული ეს დარბაზი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და მას ადგილობრივები თუ ვიზიტორები სოციალიზაციისთვის იყენებენ. ღიაა დილის 7-დან საღამოს 6 საათამდე.

8. ენ ბანგის სანაპირო (An Bang)

ამ სანაპიროზე ბევრი კურორტი, ზღვის პროდუქტების რესტორნები და ჰიპური ბარებია ხედებით მეზობელ მთებზე და კუნძულებზე. სერფინგის სეზონი სექტემბრიდან მარტამდეა.

9. ჩუკ ტან პაგოდა (Chuc Thanh Pagoda)

ეს საყდარი ჰოი ანის უძველესი ბუდისტური საყდარია. ის ვიეტნამური და ჩინური არქიტექტურის შერწყმას წარმოადგენს. აქ დაიბადა ტიენ ტამ ტეს რელიგია.

10. ჰოი ანის კერამიკის მუზეუმი

ეს მუზეუმი კერამიკის ფართო კოლექციას წარმოგვიდგენს, გვამცნობს ჰოი ანის ისტორიას და მის საერთაშორისო ურთიერთობებს იაპონიასთან, ჩინეთთან და ინდოეთთან. არტეფაქტები მე-8/მე-18 საუკუნით თარიღდებიან. შესვლა უფასოა. ვიზიტორებს შეუძლიათ გამოსცადონ თუ რას ნიშნავს ტრადიციულ ვიეტნამურ სახლში ცხოვრება.