ყაზახეთის უდიდესი ქალაქი და ერთ დროს დედაქალაქი, ალმაათი ბევრ გასაოცარ და ექსცენტრიკულ ღირსშესანიშნაობას აერთიანებს, რომელთა გამოც ის ცენტრალური აზიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა.
1. მიირთვით ტრადიციული კერძები
მართალია ტრადიციულ სამზარეულოში ალმაათს შიმკენტი ჯობნის, მაგრამ აქ საერთაშორისო კულინარია საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი. ყაზახეთის ამ ქალაქში ბევრ ადგილას დააგემოვნებთ ეროვნულ გემრიელ კერძებს. თითქმის ყველგან გასინჯავთ აქაურ მწვადს გრილზე. განსაკუთრებულია ბეშბარმაკი, ცნობილი ყაზაკური კერძი ხორცით და ნუდლსით.

2. ჩაწექით არაზანის აბანოებში
ქალაქში თუ ქალაქგარეთ სიარულის მერე, ეწვიეთ არაზანის აბანოებს. ალმაათის ცენტრში 70-იანი წლების აბანო მდებარეობს, რომელიც აზიურ გამაჯანსაღებელ ტრადიციებს საბჭოთა-მოდერნისტულ ნაგებობაში აერთიანებს. აქ დაგხვდებათ ფინური საუნაც და თუქული ჰამამიც. 1 საათის ღირებულება 3 ევროდან იწყება.

3. გაეცანით ისტორიას პანფილოვის პარკში
ქალაქის ცენტრში მდებარე პანფილოვის პარკი ალმაათის ყველაზე პოპულარული მწვანე სივრცეა. მე-19 საუკუნით დათარიღებულ ამ ელეგანტურ პარკში ზღაპრული არქიტექტურის მქონე ზენკოვის კათედრალი მდებარეობს. ბევრი სკულპტურა და მონუმენტი, რომელიც პარკში მდებარეობს, საბჭოთა სამხედრო კულტურის ვიზუალური რეპრეზენტაციაა.

4. პიკნიკი და ეშმაკის ბორბალი კოკ-ტობეში
KÖK-TÖBE მწვანე მთაა, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს და ერთგვარ ურბანულ პანორამას ქმნის. აქ შეძლებთ პიკნიკის მოწყობას, ეშმაკის ბორბალზე დასხდომას, ადგილობრივი სუვენირების შეძენას, ლაივ მუსიკის მოსმენას და ყაზახური ტრადიციული სამოსის მორგებას. აყევით საბაგიროს.

5. ისიამოვნეთ კულტურით მუზეუმებში
ჩაიძირეთ ყაზახურ ისტორიაში და ეწვიეთ ცენტრალურ საერო მუზეუმს. აქ პრეისტორიული არტეფაქტებია დაცული. ყაზახური ხელოვნების მუზეუმი კი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშების უდიდესი კოლექციას წარმოგვიდგენს. ასევე გირჩევთ ცელინის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ.

6. HAGGLE FOR GROCERIES AT THE GREEN MARKET
If you’re in Central Asia, a visit to the bazaar is a must. Almaty’s most central and most beautiful is the bustling Green Market, where you can do your grocery shopping, discover herbs from the Kazakh mountains, stock up on teas from China and much more. Dried fruits and nuts from neighboring Uzbekistan are for sale in abundance as well.
Don’t miss the dairy section, where you’ll find tables selling kurut, the salty cheese that keeps shepherds on horseback from feeling peckish as they ride across the vast steppe. (We’ve heard the delicacy also pairs well with local vodka.)
Planning tip: Don’t be afraid to haggle on prices at the bazaar: it’s a cultural expectation.

7. დაეშვით შიმბულაკის ფერდობებზე
ალმაათისთან მდებარე ტიანშანის საოცარი მთები საშალებას გაძლევთ ეწვიოთ კურორტ შიმბულაკს და ისრიალოთ. ეს ადგილი ზაფხულშიც მშვენიერი მიმართულებაა, სიმწვანეში მთებით დასატკბობად. ქალაქიდან გაყევით 12 ნომერ ავტობუსს.

8. ისრიალეთ ყინულზე მედეუში
MEDEU – მსოფლიოს უმაღლეს ყინულის მოედნების სიაშია. ის ქალაქთან ახლოს მდებარეობს და ყინულზე მოსრიალეებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგ ცენტრს წარმოადგენდა. მოედანი ღიაა მთელი წლის მანძილზე.

9. დატკბით ქუჩის ხელოვნებით
არქიტექტურულად ალმაათი ბევრ სიურპრიზს გვპირდება, მაგრამ ბევრ შენობაზე ფერადი ნახატებიც მოგხიბლავთ. ამ ქალაქში უბრალოდ სეირნობა იმის გარანტიაა, რომ ლამაზი ქუჩის მხატვრული ნიმუშებით დატკბებით.








