ტაილანდი მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რადგანაც მას ულამაზესი ველური სანაპიროები, კუნძულები, საყდრები, გემრიელი საჭმელი და ბიუჯეტური ფასები აქვს. თუ აქ პირველად მოგზაურობთ, შესაძლოა სანახაობების მრავალფეროვნებამ დაგაბნიოთ. ჩვენ აქ ვიზიტისთვის საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.

1. ბანგკოკი, ცენტრალური ტაილანდი

ბანგკოკი შთამბეჭდავ არქიტექტურას წარმოგვიდგენს, გამორჩეულს მთელ ქვეყანაში. მისი ექსტრავაგანტური სასახლე ბუდას გიგანტური ქანდაკებით თქვენზე შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენს. ეს არის ადგილი,ს ადაც ტაილანდური თავგადასავლები უნდა დაიწყოთ და ქვეყნის უნიკალურ კულტურას გაეცნოთ. პირველ დღეს ძველი ქალაქის ტერიტორია დაათვალიერეთ, Grand Palace, ემერალდ ბუდას საყდარი და ბაგკოკის ჩაინათაუნში დააგემოვნეთ გემრიელი ქუჩის კვება. ამ ლამაზ ქალაქზე შეგიძლიათ 2-დან 5 დღემდე დახარჯოთ, ის ტაილანდის გულია.

2. ჩენ მაი, ჩრდილოეთ ტაილანდი

Chiang Mai ანტიკური ქალაქია ულამაზესი მთებით, ისტორიულად მდიდარი არქიტექტურით და საინტერესო აქტივობების ჩამონათვალით. ჩენ მაი საუკეთესო არჩევანია ტაილანდში მოსანახულებლად მათთვის, ვისაც ტრადიციული ქალაქის ხილვა სურს, ბანგკოკისგან განსხვავებულის. ანტიკური კედლებით გარშემორტყმული ძველი ქალაქი 700 წლის ნაგებობებს აერთიანებს.

3. დოი ინთანონი, ჩრდილოეთ ტაილანდი

Doi Inthanon – ულამაზესი პარკია, რომელიც ჩენ მაის (Chiang Mai) სიახლოვეს მდებარეობს, მთებში. აქ ულამაზესი ჩანჩქერები და სალაშქრო ბილიკები დაგხვდებათ. ტაილანდის ამ უმაღლეს წერტილში ღრუბლების ზღვის ხილვასაც შეძლებთ. აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივია, ამიტომ ტაილანდში ყოფნისას აუცილებლად გირჩევთ.

4. მაი ჰონგ სონის გზა, ჩრდილოეთ ტაილანდი

Mae Hong Son Loop – საუკეთესო სამანქანო გზაა ტაილანდში. თუ ჩენ მაიდან დაიწყებთ და იქვე დაასრულებთ, 600 კილომეტრიან გზას გაივლით მთელი პროვინციის გარშემო და ქვეყნის შთამბეჭდავ ლანდშაფტებს იხილავთ. ქალაქში საკმაოდ ბევრგან აქირავებენ მანქანებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.

5. ჩენ რაი, ჩრდილოეთ ტაილანდი

Chiang Rai  – კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი პროვინციაა ჩრდილოეთ ტაილანდში. აქ ქვეყნის ერთ-ერთი უნიკალური და ულამაზესი თეთრი საყდარი მდებარეობს, დაფარული სკულპტურებით. ეს ხელოვნების ნიმუშიც შეგიძლიათ ქალაქ ჩენ მაიდან მოინახულოთ.

6. სუქოთაი, ჩრდილოეთ ტაილანდი

Sukhothai – ეს პატარა ქალაქი ტაილანდური ცივილიზაციის კერად მიიჩნევა. აქ დაიბადა ყველა ტრადიციული ტაილანდური სტილი, რასაც კი ქვეყანაში გადააწყდებით. აღმოაჩენთ უზარმაზარ ისტორიულ პარკს და ანტიკურ ნაგებობებს.

7. აიუტია, ცენტრალური ტაილანდი

Ayutthaya – ტაილანდის მორიგი ანტიკური დასახლებაა. ის ბანგკოკიდან სულ რაღაც 1 საათის გზაზე მდებარეობს. აქაური მონუმენტები და საყდრები მე-16/მე-18 საუკუნეებშია აგებული. იმის გამო, რომ ის ბანგკოკთან ახლოს მდებარეობს, ერთდღიან ტურს ტაილანდის დედაქალაქიდან საკმაოდ მარტივს ხდის. გაყევით მატარებელს ან იქირავეთ ველოსიპედი და აღმოაჩინეთ ეს გასაოცარი ქალაქი.

8. ქენჩენუბერი, ცენტრალური ტაილანდი

Kanchanaburi – ბანგკოკიდან 140 კილომეტრში მდებარეობს და ვისაც ხმაურიანი ქალაქიდან გასვლა სურს, საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. პროვინცია ცნობილია ულამაზესი ჩანჩქერებით, სუფთა წყლებით, ისტორიული მნიშვნელობის რკინიგზით და ხიდით.

9. ქოუ სოაკის ტბა, სამხრეთ ტაილანდი

Khao Sok Lake – ბუნების თვალწარმტაცი სანახაობაა. თუ ნავის ტურს შეუერთდებით, ღამეს ტბაზე გაათენებთ, სპეციალურ ბუნგალოებში, რომელიც გარშემორტყმულია მთებით, ტყით და წყლით. აქ დაკავდებით კაიაკით, ცურვით, ზღვის პროდუქტების მირთმევით. ქოუ სოაკის ტბა ტაილანდის დეტოქს მიმართულებაა.

10. კრაბი, სამხრეთ ტაილანდი

Krabi – ულამაზესი სანაპიროების ნაკრებია, სადაც მშვიდი ქვიშიანი ნაპირები, სათავგადასავლო აქტივობები და ულამაზესი ფორმის კლდეები დაგხვდებათ. სანაპიროები: Ao Nang Beach და Railey Beach მათგან საუკეთესოებია. აქ დაკავდებით კაიაკით, ლაშქრობით და ცოცვით. მიიღეთ რელაქსაცია სანაპიროზე, დალიეთ ქოქოსის წვენი პირდაპირ ქოქოსიდან და იგრძენით თავი ნამდვილ სამოთხეში.

ტაილანდის სამოთხე – ფუკეტი