ლიმბურგიის პროვინციის დედაქალაქი – მაასტრიხტი, ნიდერლანდების ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. მდინარე მაასის ორივე სანაპიროზე გაშენებული მაასტრიხტი ქვეყნის დატვირთული კომერციული და ტურისტული ცენტრია. ჩვენ აქ სანახავ ადგილებს გირჩევთ.
1. ქალაქის მერია და მოედანი
საუკეთესო გზა, რომ ქალაქი გაიცნოთ, მის ქუჩებში გასეირნებაა. დაიწყეთ სასეირნო ტური ქალაქის ცენტრით: მისი ბაზრის მოედნით. აქ ბაროკოს სტილის მერიის შენობას გადააწყდებით. ინტერიერის დასათვალიერებლად გიდის ტურებიცაა ხელმისაწვდომი და ნამდვილად ღირს. მოედანზე ბევრი კაფეა, ხოლო ოთხშაბათობით და პარასკეობით აქ საჭმლის ბაზრობები ეწყობა, შაბათობით კი ნივთების შეძენას შეძლებთ.
მისამართი: Markt 78, 6211 CL
2. წმ. სერვატიუსის ეკლესია
მე-6 საუკუნეში აგებული, მაასტრიხტის მფარველი წმინდანი სერვატიუსის ტაძარი, რომაული ბაზილიკაა და ნიდერლანდებში უძველეს ეკლესიას წარმოადგენს. აქ მისი წმინდა ნაწილები და სხვა ძვირფასეულობაც ინახება. შეგიძლიათ ისარგებლოთ გიდის ტურებით და თუ გაგიმართლათ, უფასო კონცერტსაც დაემთხვევით.
მისამართი: Keizer Karelplein 3
3. სან პეტრეს ციხესიმაგრე და გამოქვაბულები
წმ. პეტრეს მთა დიდი პლატოა, რომელიც მაასტრიხტს გადაჰყურებს. ის ცნობილია, როგორც ნაკრძალი და რეკრეაციული ზონა. აქ იხილავთ მე-18 საუკუნის ციხესიმაგრეს. ერთ დროს ის აიგო, რათა ქალაქი ფრანგებისგან დაეცვათ და ის ორი ნაწილისგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში ბევრი გამოქვაბული და გვირაბია. აქ იცავდნენ ძვირფას ხელოვნების ნიმუშებს.
მისამართი: Luikerweg 71
4. ღვთისმშობლის ბაზილიკა
შთამბეჭდავი ღვთისმშობლის ბაზილიკა უძველესია, თუმცა პირვანდელი იერსახის მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. ციხესიმაგრის მსგავსი ეკლესია გვიანდელი გოთიკის ნიმუშია და აქ ღვთისმშობლის მე-15 საუკუნით დათარიღებული ნამუშევარი ინახება. ტურებიც ხელმისავდომია და ორღანის შესრულებაც.
მისამართი: Onze Lieve Vrouweplein 7
5. ბონეფანტენის მუზეუმი
მდინარე მაასის სანაპიროზე მდებარე ულტრა-თანამედროვე შენობა 1950 წლის საჰაერო ხომალდს მოგვაგონებს. აქ მაასტრიხტის მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები ინახება. მათ შორის არიან როგორც ჰოლანდიელი, ასევე იტალიელი არტისტები. ასევე, მუზეუმი მდიდარია შუასაუკუნეების ხელოცნებითმ მათ შორის მე-13 საუკუნის ხის სკულპტურებით.
მისამართი: Avenue Ceramique 250
6. ძველი ქალაქის კედლები და კარიბჭე
მაასტრიხტის ძველი ქალაქი 1229 წელს აშენდა. მისი შესასვლელი კარიბჭე ნიდერლანდებში უძველესია. აღსანიშნავია, რომ ძველი კედელი პარკზე ხედს გვთავაზობს, ისევე როგორც მდინარე მაასზე.
მისამართი: Sint Bernardusstraat 24b
7. ვილჰელმინაბრუგის ხიდი
The Wilhelminabrug – მდინარე მაასზე 1930-იან წლებში აშენდა და მშვენიერი ადგილია, რომ მაასტრიხტის მდინარისპირა ქუჩები დაათვალიეროთ. აქვეა მეორე – წმ. სერვასბრუგის ხიდის, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება და წმ. სერვატიუსის ქანდაკებით გამოირჩევა. ეწვიეთ ისტორიულ ვიკის უბანს.
8. ვალკებურგი
ამ რომანტიკულ დასახლებაში მდებარეობს ჰოლანდიის ერთადერთი მთაზე აშენებული ციხესიმაგრე. ვალკებურგი მაასტრიხტიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და გასაოცარი სპა სერვისის წყალობით პოპულარული დასასვენებელი მიმართულებაა. აქ ბევრი თბილი წყარო და აუზია, მინერალური წყლები და ბოტანიკური ბაღი. მოიხიბლეთ ძველი ქალაქის რომანტიკით, ანტიკური სახლებით და გოთიკური ეკლესიებით.
9. ბუნების ისტორიის მუზეუმი
მაასტრიხტის ეს პატარა მუზეუმი აუცილებლად მოსანახულებელია. ყოფილი მონასტრის შენობაში მდებარე გამოფენები რეგიონის გეოლოგიურ განვითარებას ასახავს. ბიოლოგიის სექტორში ლოკალურ ფლორას გაეცნობით.
მისამართი: De Bosquetplein 7, 6211
10. დერლონის მუზეუმი
მაასტრიხტის მორიგი პატარა მუზეუმი, რომელიც უნდა მოინახულოთ, დერლონია. მუზეუმი რომაულ ნაშთებს და არტეფაქტებს წარმოგვიდგენს. აქ ბევრ ანტიკურ ნივთს დაათვალიერებთ.
მისამართი: Plankstraat 21, 6211