ვიეტნამის ბუნების საოცრებები მოიცავს სუფთა სანაპიროებს, ხელშეუხებელ კუნძულებს, მთებს და ტროპიკულ ტყეებს, სადაც ათასობით იშვიათი სახეობის ველური სახეობა ბინადრობს. აქ დაგხვდებათ საჰარას ტიპის უდაბნოს ლანდშაფტი, სადაც შეძლებთ სხვადასხვა აქტივობით დაკავდეთ. ჩვენ ვიეტნამის საუკეთესო სანახაობებს გირჩევთ:
1. ჰა ლონგ ბეი/Ha Long Bay
ეს ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ლანდშაფტია, რომელიც უამრავ კუნძულს აერთიანებს. ჩრდილოეთ ვიეტნამში მდებარე იუნესკოს სიაში შემავალი ტერიტორია ბიომრავალფეროვნებას და სიურეალისტურ ხედებს წარმოგვიდგენს.

2. სონ დოონგის გამოქვაბული/Son Doong Cave
ეს გამოქვაბული ცნობილია როგორც მსოფლიოს უდიდესი გამოქვაბული, სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით. ეროვნული პარკში მდებარე სონ დოონგი, ჰანოიდან 500 კილომეტრში მდებარეობს და ის აუცილებლად უნდა მოინახულონ თავგადასავლების მოყვარულმა მოგზაურებმა.

3. კონ დაოს კუნძულები/Con Dao Islands
კონ დაო 16 დაუსახლებელ კუნძულს აერთიანებს ვიეტნამის სამხრეთ სანაპირო ზოლზე. თითოეული მათგანი გვთავაზობს სანაპიროებს მარადმწვანე ხეებით. პოპულარული მიმართულებაა დაივინგისა და სნორკელინგისთვის. ივნისიდან სექტემბრამდე აქ წყლის კუების გამრავლების პერიოდია.

4. მუი ნეს ქვიშის დიუნები
მუი ნეს ქვიშის დიუნები პოპულარულია არამხოლოდ მომხიბვლელი ლანდშაფტის, არამედ გასართობი აქტივობების გამოც. აქ ბევრ ტურ ოპერატორს აღმოაჩენთ, რომლებიც დღიურ ტურებს აორგანიზებენ. საუკეთესო დროა დილით ადრე ან გვიან შუადღეს, რადგანაც შუა პერიოდში ძალიან ცხელა.

5. ფანსიპანის მთა (საპა)
ფანსიპანის მთის დალაშქვრას ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება, მაგრამ შედეგად თვალწარმტაცი ხედებით დაჯილდოვდებით მთებზე და და ხეობებზე. ექსკურსიები ეწყობა ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.

6. კუკ პუონგის ეროვნული პარკი (Cuc Phuong National Park)
ეს ეროვნული პარკი ცნობილია როგორც ვიეტნამის უდიდესი ბუნების ნაკრძალი. ნინ ბინის პროვინციაში მდებარე კუკ პუონგი ბევრ სალაშქრო ბილიკს მოიცავს, ხელმისაწვდომია გიდის ტურებიც. მოინახულებთ ბრინჯის ტერასებს, ტრადიციულ სახლებს და ბამბუკის ტივებს.

7. ჩიმის ეროვნული პარკი (Chim National Park)
ეს პარკი აუცილებლად უნდა მოინახულონ მათ, ვისაც ჩიტები და ველური ბუნება უყვარს. დეკემბრის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე, აქ დაახლოებით 60 000 ჩიტი სახლობს. ნავის სამი მარშრუტი არსებობს: 45 წუთიანია ყველაზე პატარა, ხოლო ყველაზე გრძელი 2.5 სთ გრძელდება.

8. ტაკ ბაკის ჩანჩქერი (Thac Bac Waterfall)
ამ 200 მ სიმაღლის ჩანჩქერის სახელი ითარგმნება როგორც “ვერცხლის ჩანჩქერი”. სწორედ ვერცხლისფერი ელფერი ეძლევა წყალს მზის სხივების დაცემისას. შეგიძლიათ დალაშქროთ გამოქვაბულები, ტყეები და მშვიდი ატმოსფეროთი დატკბეთ.

9. მეკონგის დელტა
მეკონგის დელტა უნიკალური ლოკაციაა სამხრეთ ვიეტნამში. აქ მდინარის არხები მდიდარ ფლორას მიუყვება. შეგიძლიათ შეუერთდეთ კრუიზებს და ნავით დაათვალიეროთ სოფლები, მცურავი ბაზრობები, ბუდისტური ნაგებობები და მცენარეები. ნავები ჩერდებიან ადგილებში, სადაც ხელნაკეთ ნივთებს იხილავთ, ტრადიციულ მუსიკას მოისმენთ და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ, რათა ვიეტნამური კულტურა შეიგრძნოთ.

10. ბა ვის ეროვნული პარკი (Ba Vi National Park)
ეს ეროვნული პარკი აუცილებლად მოსანახულებელი მიმართულებაა ბუნების მოყვარულთათვის და თავგადასავლების მოყვარულებისთის. მისი მთავარი სანახაობაა მე-11 საუკუნის საყდარი, რომელიც მწვერვალზე მდებარეობს. ხელმისაწვდომია ფეხით ან საბაგიროთი. ბა ვი ცნობილია ცხელი წყაროებითაც, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ.











