დიადი თუმცა დროში “გახუნებული” სასახლეების და მეჩეთების სახლი – ადალარის კუნძულები სტამბოლის მულტიკულტურულ წარსულში ჩაგახედებთ და ქაოტურ და ბუმბერაზ მეტროპოლისს ცოტახნით მოგაშორებთ. ადალარის კუნძულებიდან მხოლოდ ოთხია დასახლებული. მას ინგლისურად “პრინცის კუნძულებს” უწოდებენ. ერთ დროს აქ ოტომანური იმპერია ყვაოდა და ბიზანტიელი იმპერატორები მეფობდნენ. დღეს კუნძულები მანქანებისგან თავისუფალია და სტამბოლიდან საზოგადოებრივი ბორნით 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

ადალარისკენ მიმავალი ბორნები სტამბოლის რამდენიმე ტერმინალიდან გადიან. მათ შორისაა: Eminönü და Kabataş ევროპულ მხარეს და Bostanci აზიურ მხარეს. ბორნის ფასებია 45 თურქული ლირა (1.20 ევრო) თითო გზაზე. თუმცა, ამისათვის უნდა აიღოთ სტამბოლის ბარათი: IstanbulKart. შეგიძლიათ ერთდღიან ტურში ორი კუნძულიც მოასწროთ. ადალარი მწერლებისა და არტისტების შთაგონების წყარო ხშირად გამხდარა, მათ შორის თურქი ნოველისტის, ორჰან ფამუქის.

ბუიუკადას დიდი ბორნების პორტი ოტომანური წარსულის ერთგვარი ასახვაა. მულტიკულტურალიზმი ოტომანური იმპერიის სავიზიტო ბარათი იყო. აქ ასობით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის და ეროვნების ადამიანი სახლობდა. არქიპელაგის სიდიდით რიგით მეორე კუნძულია ჰეიბელიადა (Heybeliada), სადაც რესტორნები ბერძნული ტრადიციების მიხედვით, ლურჯ და თეთრ ფერებშია შეღებილი. ელექტრო მანქანების და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გარდა, აქ ავტომობილები არ მოძრაობენ.

წარმოიდგინეთ რა მშვენიერია ასეთი მშვიდი კუნძულის ქონა 16 მილიონიან ქალაქთან ახლოს. ამიტომაც ადალარი მშვენიერი გასაქცევია სტამბოლელებისთვისაც. ტურისტებს თავისთავად ხიბლავთ სასურველი ქალაქის დათვალიერების შემდეგ, მისი ახლომდებარე ლოკაციების მონახულება. თანაც, კუნძლებზე გადასვლა სტამბოლიდან საკმაოდ კომფორტულია. ტყიან საფეხმავლო ბილიკებს ქვიშიან სანაპიროებზე მივყავართ და აქ სიმწვანე, სუფთა ჰაერი და ბუნება დაგხვდებათ. თუ სტამბოლში 4 დღეზე მეტ დროს ატარებთ, აუცილებლად მოინახულეთ კუნძულებიც.