მართალია, მილანი არაა ისეთი ფოტოგენური როგორც ვენეცია და ისეთი ისტორიული, როგორც რომი, მაგრამ ამ ქალაქს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, მათ შორის ხელოვნების, უნიკალური გასტრონომიის და სუნთქვისშემკვრელი ხედების. კარგი იქნება, თუ იტალიის მოდისა და ფინანსების დედაქალაქზე გარკვეულ ინფორმაციას მოაგროვებთ იქამდე, სანამ მას ეწვევით. ჩვენ 10 საჭირო ხრიკს წარმოგიდგენთ.

1. იტალიის ყველაზე სწრაფი ტემპის ქალაქი

მილანი ლომბარდიის რეგიონში მდებარეობს, ჩრდილოეთ იტალიაში. ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხის სიდინჯის მიუხედავად, აქ ცხოვრების ნელ რიტმს ნამდვილად ვერ შეხვდებით. ამ სწრაფი ტემპის მქონე მეტროპოლისში თქვენ აღმოაჩენთ, რომ ადამიანები ისე დარბიან საქმეებზე, როგორც ლონდონსა და ნიუ-იორკში. თუ ქალაქის ცენტრში უბრალოდ ვახშმითა და სასმლით ტკბობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აქ სხვა სისხლი დუღს.

2. აპერეტივო

ეს კულტურული ფენომენი მილანელებმა დაამკვიდრეს. მართალია, რომის მსგავსად, მილანელებს ლანჩის მირთმევისას დიდხანს მსხდომებს ვერ გამოიჭერთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მზის ჩასვლის დროს სასმლით ნამდვილად დააკავებთ. იტალიელები აპერეტივოს, ვახშმის წინ დასალევ კოქტეილს უწოდებენ და სამუშაო დღის ბოლოს მიირთმევენ. მილანში, აპერეტივოს ტრადიცია პირველ უფასო სასმელს მოიცავს და ეს წესი ბევრ ბარში მოქმედებს. დასხედით ხიდების სიახლოვეს რომელიმე კაფე-ბარში, მიირთვით სალათა ან პასტა და დააკვირდით მილანელების ცხოვრებას მზის ჩასვლის ფონზე.

3. წაიღეთ ქოლგა

მილანის კაფე-რესტორნების უმეტესობას შესასვლელში ქოლგები უდგას, ეს ბევრ რამეს ამბობს ამინდზე ამ ქალაქში. ცისფერ ცას აქ მალე ცვლის წვიმიანი, ნაცრისფერი საღამო, ამიტომაც ატარეთ პატარა კომპაქტური ქოლგა თან.

4. საკვები არაა მხოლოდ პიცა და პასტა

მილანელების სუფრა უნიკალური და საოცრად გემრიელია. ლომბარდიის რეგიონში კარაქზე და ხორცზე გიჟდებიან. ამიტომაც, აქაური მენიუებიდან აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კარაქიანი რიზოტო, ცხვრის კოტლეტი და სხვა. ჰკითხეთ მიმტანს რომელი კოქტეილი მოუხდება კონკრეტულ კერძს და ის აუცილებლად გირჩევთ.

5. ბარები და კაფეები

დღის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს, აქ იმდენი კაფე-ბარია, რომ ნებისმიერ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იპოვნით საკვებ ობიექტს. მაგრამ, როდესაც მილანელები ამბობენ, რომ ბარში მიდიან, ისინი კაფეს გულისხმობენ. თუ ყავას უკვეთავთ და ჩვეულებრივ, კლასიკურ ყავას გულისხმობთ, იცოდეთ რომ მათთვის ეს ნიშნავს ესპრესოს. თუ ლატე გსურთ, ლატე მაკიატო მოითხოვეთ, იმისათვის, რომ მხოლოდ რძე არ მოგიტანონ.

6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები

მეტროს, ტრამვაის და ავტობუსების ბილეთებს მეტროსთან მდგარ ფეიბოქსებში, მაღაზიებში, სიგარეტის დახლებთან ან გაზეთის კიოსკებთან იყიდით. სტანდარტული ბილეთი საშუალებას მოგცემთ იაროთ ქალაქში უფასოდ 90 წუთის მანძილზე. თუ ქალაქიდან გასვლა გსურთ, აუცილებლად კითხეთ მეტროს თანამშრომელს ან გამყიდველს რომ სწორი ბილეთი შეიძინოთ.

7. სამუშაო საათები

ამ დატვირთული მეტროპოლისშიც კი სამუშაო საათები ოდნავ ძველმოდურია. ბევრი მაღაზია ლანჩის დროს რამდენიმე საათით იხურება და კვირა დღეს საერთოდ არ იხსნება. სამუშაო საათები ბიზნესის სპეციფიკასთან ერთად იცვლება, ამიტომაც თუ რაიმე აუცილებლად გესაჭიროებათ, გაარკვიეთ კონკრეტული ბიზნესი რომელ საათებში მუშაობს, იქამდე, სანამ ესტუმრებით. რესტორნები და ბარები როგორც წესი გვიანობამდე ღიაა, რადგანაც მილანელები ვახშამს 9 საათზე მიირთმევენ.

8. იპოვნეთ მწვანე ოაზისი ბეტონის ჯუნგლებში

მართალია, მილანი ცოტათი ბეტონის ჯუნგლებს წააგავს, მაგრამ ის ძალიან ლამაზი და ცოხალია, თუ იცით სად წახვიდეთ. მაგალითად, ქალაქში უზარმაზარი პარკი იმალება – Parco Sampione, რომელიც სავსეა ისტორიული შენობებით, მუზეუმებით, დიდი ტბით და საპიკნიკე სივრცეებით. მილანში ასევე ულამაზესი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს. Orto Botanico di Brera 200 წლის წინ შეიქმნა და სამედიცინო მცენარეების მოშენების კუთხით ვითარდებოდა. დღეს ეს მწვანე ოაზისი სრულიად საჯაროა. აქ ნახავთ ყვავილებს, შადრევნებს და ბევრ კომფორტულ სკამს სასიამოვნო შესვენებისთვის.

9. ისწავლეთ რამდენიმე ძირითადი ფრაზა

არ აქვს მნიშვნელობა, სად მოგზაურობთ, ყოველთვის ხელსაყრელია იცოდეთ რამდენიმე ფრაზა ადგილობრივ ენაზე. გთხოვთ/per favore და მადლობა/grazie აუცილებელია. ასევე, იტალიელებს ესიამოვნებთ თუ ამ ფრაზებს გამოიყენებთ: ერთი ყავა თუ შეიძლება – “un caffè per favore”, შეიძლება ვისარგებლო საპირფარეშოთი? -“Dov’è il bagno?” ანგარიშის მოთხოვნისას კი თქვით: “il conto, per favore”.

10. ჩაის დატოვება და მადლიერება

ჩაის დატოვება მილანში აუცილებელი არაა, თუმცა ამას ძალიან აფასებენ. ზოგიერთი ბიზნესი სერვისის საფასურს ანგარიშში გაიყვანს, ამიტომაც დააკვირდით, თუ მოტანილ ქვითარზე პროცენტი მოთხოვნილი არაა და მომსახურეობით კმაყოფილი ხართ, დატოვეთ 10-15% თავად. სასტუმროში არაა აუცილებელი მისცეთ ჩაი დამლაგებელს, კონსიერჟს ან სხვა თანამშრომელს, მაგრამ თუ შესთავაზებთ, თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობენ.