პროვანსში იმდენად ბევრი ღირსშესანისნაობის ხილვა შეიძლება, რომ მათი ნახვის გარეშე ამ კუთხეში მოგზაურობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ლავანდის მინდვრები, ბორცვზე მდებარე ულამაზესი სოფლები, სანაპიროები და დიდებული სასახლეები – ამ ყველაფერს პროვანსი გთავაზობთ. 

კალანკი, საფრანგეთის ბუნებრივი საოცრება

კალანკი ყურეა, რომელიც მიედინება მარსელის ორივე სანაპიროების გასწვრივ. ეს ყველაზე ლამაზი ადგილია მარსელში, თუმცა აქამდე მოსვლა საკმაოდ რთულია, გირჩევთ გაისეირნოთ ან ნავით მოხვდეთ ამ ადგილზე. აქ რამოდენიმე ადგილობრივ რესტორანს შეხვდებით, საიდანაც შეძლებთ დატკბეთ ყურეს დინებით ფრანგული ღვინის ჭიქით ხელში. 

ძველი მეთევზეების რაიონი სენ-ტროპეში, La Ponche

თავის დროზე La Ponche პატარა სოფლის, სენ-ტროპეს მეთევზეების რაიონად ითვლებოდა. დღესდღეობით ეს ქალაქის ყველაზე დიდი ნაწილია და იდეალური ადგილი სანაპიროზე გასასეირნებლად. 

MUCEM და ფორტ სენ-ჟანი მარსელში (Fort Saint-Jean) 

თანამედროვე ევროპული და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების შერწყმით შექმნილი მუზეუმი MUCEM დაკავშირებულია ფორტ სენ-ჟანთან პატარა ბილიკით, რომელიც არარსებულ, აბსტრაქტულ სამყაროში მოგზაურობას მოგაგონებთ. 

ციმიზის რომაული ნანგრევები, ნიცა

რომაელებმა ნიცას ბორცვზე დაარსეს ციმიზი, პატარა რაიონი, სადაც დღესაც შეხვდებით საბრძოლო არენებისა და აბანოების ნანგრევებს. მე-18 საუკუნეში ციმიზში ბევრი გრანდიოზული შენობა და სასტუმრო გამოჩნდა, სადაც ცხოვრობდნენ ხელოვანები, მხატვრები და უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. ეს იდეალური ადგილია საღამოს გასეირნებისათვის, და ასევე მატისის ყოფილი სახლისა და შაგალის მუზეუმის სანახავად. 

სენ ვიქტუარი (The Sainte-Victorie)

სენ ვიქტუარი ექს-ან-პროვანსის მახლობლად მდებარე მთა არის. ეს იდეალური ადგილია პიკნიკისა და მთაზე გასეირნებისათვის. მწვერვალზე კი ქალაქზე მიმართული ჯვარი მდებარეობს, რომელიც ღირს სანახავად. 

პაპის სასახლე, ავინიონი

მე-15 საუკუნეში რომის პაპმა დატოვა ქალაქი სამოქალაქო რელიგიური არეულობის გამო და ავინიონში ჩამოვიდა, სადაც ახალი სახლის დამკვიდრება დაიწყო. შემდგომი 100 წლის მანძილზე რამოდენიმე მმართველმა პაპამ ააშენა არსებულ მონასტერში დიდი გოთიკური სტრუქტურა, რამაც ავინიონის პაპის სასახლე შექმნა საბოლოოდ. 

ლავანდების მინდვრები

ზაფხულის დასაწყისში შეგიძლიათ იხილოთ ლავანდის მოყვანის პროცესი უდიდეს იასამნისფერ მინდვრებში, სადაც ყველაზე მეტად შეიგრძნობთ პროვანსის ცხოვრებას, განსაკუთრებით კი ლიუბერონის რაიონში. გაემგზავრეთ ლავანდის მუზეუმში, რათა გაიგოთ მეტი ამ საოცარი ყვავილის მოყვანაზე ფრანგულ რივიერაში. 

 

ექს-ან-პროვანსის ქუჩები და შადრევნები

ექს-ან-პროვანსს სხვაგვარად „ათასი შადრევნის ქალაქს“ ეძახიან. აქ შადრევნების რაოდენობა ულევია, ყოველ ქუჩასა და გადასახვევზე, რომლის სილამაზეც ყველგან გამორჩეულია. 

თვალწარმტაცი მეთევზეების პორტი კასისი

კასისი – ძველი მეთევზეების სოფელია, რომელიც მდებარეობს მარსელისა და სენ-ტროპეს სანაპიროებს შორის. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ ადგილობრივების ცხოვრების შეცნობა, თევზების გამყიდველების, გართობის მოყვარულებისა და საპორტო რესტორნების მუშაობის.