როტერდამი – ნიდერლანდების ლამაზი და საოცარი ქალაქია, რომელსაც ხშირად მანჰეტენსაც ადარებენ. როტერდამის ღირსშესანიშნაობები – ბუნებრივი პარკებია, არქიტექტურული ნიმუშები და ობიექტები, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული.

ერაზმას ხიდი

ერაზმას ხიდი როტერდამის სიმბოლოა, საოცარი ასიმეტრიული გედის ფორმის აღჭურვილობა და მაასის მდინარეზე მდებარეობს. როგორც დღისით, ასევე ღამითაც, ლამპიონებით განათებული ხიდი კიდევ უფრო ეფექტურია. 

მისამართი: KopVanZuid. 

ევრომაჩტა

როტერდამის მეორე სავიზიტო ბარათია – 185 მეტრიანი კოშკი, აღჭურვილი საჩქარო ლიფთით, სადამკვირებლო მოედნით, რესტორნით, მინი-სასტუმროთი და საოცარი ხედით ქალაქზე. 

მისამართი: Euromast, Parkhaven 20. 

ბილეთის ღირებულება: 9 ევრო – ზრდასრული, 5.7 ევრო – ბავშვი.

დელფსჰავენის რაიონი

დელფსჰავენის რაიონი ძველი როტერდამის ერთადერთი მხარეა, რომელსაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის მიერ გამანადგურებელი პროცესი. შენარჩუნდა პილიგრიმების მამების ეკლესია, რაიონის ვიწრო შენობები გარშემორტყმულია არხებით, ტრიალებს ძველი წისქვილი, მუშაობს ლუდსახარში და საოცარ მშვიდ და კონტრასტულ ატმოსფეროს უქმნის თითოეულ დამსვენებელს. 

მისამართი: Delfshaven

სენტ-ლორენტსკერკის საკათედრო ტაძარი

შუასაუკუნეების შენობა როტერდამში, სენტ-ლორენტსკერკის საკათედრო ტაძარი შეძლეს შეენარჩუნებინათ ჰიტლერის დროინდელი დაბომბვებისაგან და მდებარეობს Grotekerkplein 15 მოედანზე. კათოლიკურ ეკლესიაში ხშირად ტარდება ორგანული მუსიკის კონცერტები, უკრავენ საქსოფონისტები და იქმნება საოცარი აკუსტიკა. მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ქალაქის საყვარელი შვილის, ფილოსოფოსის და აღორძინების ეპოქის მწერლის ერაზმ როტერდამის ძეგლი. 

სამუზეუმო პარკი

Eendrachtsplein-ის მეტროს სადგურთან ახლოს მდებარეობს ქალაქის ფაქტობრივად ყველა მუზეუმი. დაგისახელებთ რამოდენიმეს: 

ბოიმანს ვან ბიონინგენის მუზეუმი

ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახატების გალერეაა. დარბაზში წარდგენილია ბოსხას, დალის, კლოდ მონეს, ბრეიგელის, გოიის, სეზანის და დელაკრუას ნამუშევრები და ხშირად ტარდება თანამედროვე ხელოვანების გამოფენები. შესვლის ღირებულება დაახლოებით 10 ევროს შეადგენს. 

მისამართი: Museumpark 20. 

Kunsthal მუზეუმი

ნახატების გალერეა მუდმივად ცვალებადი ექსპოზიციებით. აქ იხილავთ ედვარდ მუნკის, ჟან-პოლ-გოტიეს და სხვა გენიოსების ნახატებს. 

მისამართი: Museumpark 18. 

ბილეთის ღირებულება: 11 ევრო – ზრდასრული, 4 ევრო – ბავშვი, 12 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა. 

არქიტექტურის ინსტიტუტი

კომპლექსი, რომელიც იტევს არქიტექტურულ მუზეუმს, ბიბლიოთეკას, საგამოფენო და სალექციო დარბაზებს. 

შესვლის ღირებულება: 6.5 ევრო- ზრდასრული, 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის უფასო. 

მისამართი: Museumpark 25. 

საზღვაო მუზეუმი

მოიცავს ნახევარ მილიონ ექსპონატს, რომელიც როგორც შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშაც არის წარმოდგენილი. შიგნით მდებარე ექსპოზიცია მოიცავს საზღვაო რუკებს, გემის დაგეგმვარებას, ძველი და თანამედროვე გემების მოდელებს. გარეთ შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ ნამდვილ იახტებს, ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ მათში შესვლაც კი. 

მისამართი: Leuvehaven 1. 

ბილეთის ღირებულება: 7.5 ევრო – ზრდასრული, 4 ევრო – ბავშვი. 

Cubic Houses

არქიტექტორების საოცარი ნამუშევრები – კუბური სახლები – მდებარეობს Overblaak 70-ზე, Blaak-ის მეტროს სადგურთან, თვითონ ამ კუბებზე კი მდებარეობს ბინები და მუზეუმები. 

მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 2.5 ევროს შეადგენს ზრდასრულებისათვის. 

Trompenburg-ის ბოტანიკური ბაღი

მწვანე ოაზისი მეგაპოლისის ცენტრში. 

შესვლის ღირებულება: 6 ევრო. 

მისამართი: Honingerdijk 86. 

ბლიაიდორპის ზოოპარკი

ცხოველები, დაწყებული ჟირაფებიდან და პინგვინებით, თევზებით, ჩიტებითა და მცენარეებით დამთავრებული საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ ბლიაიდორპის ზოოპარკში, სადაც გასეირნება სასიამოვნო იქნება როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც. 

მისამართი: Blijdorplaan, 8

ბილეთის ღირებულება: 19.5 ევრო – ზრდასრული, 16.5 ევრო – ბავშვი 9 წლამდე, უფასო – 3 წლამდე ბავშვებისათვის. 

კინდერდეიკის სოფელი

კინდერდეიკი მდებარეობს 15 კმ-ის სავალზე როტერდამიდან. ეთნიკური მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ შეგიძლიათ გაისეირნოთ ფეხით ან ველოსიპედით. ტურისტებს კი საშუალება აქვთ იხილონ ნამდვილი წისქვილები და სახლები, სადაც ოდითგანვე ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა. 

თუ არ გსურთ ინდივიდუალური ტურის დაგეგმვა, ჯიხურებში შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე საათიანი ექსკურსია გიდის თანხლებით, რაც დაახლოებით 40 ევრო დაგიჯდებათ. 

ეთნოგრაფიული მუზეუმი

როტერდამი არ იქნებოდა ტოლერანტული ჰოლანდიური ქალაქი, რომ არ ჰქონოდა მოხატული სამუზეუმო კედლებზე მსოფლიოს ყველა კულტურა და რელიგია. 

ბილეთის ღირებულება: 12.5 ევრო – ზრდასრული, 13 წლამდე ბავშვებისათვის კი შესვლა უფასოა. 

მისამართი: Willemskade 25.