მოდერნის სტილში შექმნილი მდიდრული თერმალური აბანოებიდან დაწყებული, დამთავრებული უძველესი ბარებით – თქვენ გასაოცარი შთაბეჭდილებები გელით ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებისაგან, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. 

 

გელერტის აბანოები

 

ბუდაპეშტს ტყუილად არ ეძახიან „სპას ქალაქს“. ყოველდღიურად 118 ბუნებრივი თერმალური წყარო მიაწოდებს  70 მილიონამდე ლიტრის ოდენობის სამკურნალო წყლებს. მსოფლიო დონის სასტუმრო Gellert-ში მდებარე, გელერტის აბანოები ერთ-ერთი მათგანია, სადაც შეგიძლიათ სამკურნალო წყლების თვისებების თქვენს თავზე მორგება. მდიდრული სპა-ცენტრი გთავაზობთ აბანოს, საუნას, მზის ტერასებს, თერმალურ აბანოებს და მასაჟის კაბინეტებს, რომელიც მოდერნისტულ სტილში ეგებება სტუმრებს. გირჩევთ იქ დილიდანვე წახვიდეთ, რათა აიცილოთ ტურისტების ნაკადი. 

 

დუნაის მდინარე

 

დუნაის სანაპიროებზე მდებარეობს უნგრეთის პარლამენტი ნეოგოთიკურ სტილში, მის წინ კი ბუდას ულამაზესი სასახლე და მეთევზეების ბასტიონი, მდინარის კრუიზებიდან კი შეგიძლიათ იხილოთ თავისუფლების ძეგლი, ჯაჭვის ხიდი და მარგარეტის კუნძული. 

 

პინბოლის მუზეუმი

 

ბუდაპეშტის პინბოლის მუზეუმი შესაძლოა ისე ჟღერდეს, თითქოს ის მხოლოდ მოთამაშეებისთვისაა შექმნილი, თუმცა, ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი გთავაზობთ გასაოცარ მოგზაურობას წარსულში მისი 130 -ზე მეტი სათამაშო ავტომატების კოლექციით. მარგარეტის კუნძულიდან ახლოს მდებარე, Flippermuzeum წარმოადგენს ინტერაქტიული პინბოლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმს ევროპაში და ასევე მოიცავს Mesovonat-ს – პინბოლის ერთადერთ სათამაშო ავტომატს. 

 

ნაციონალური შოუ დუნაის სასახლეში

 

უნგრეთს ნაციონალური ცეკვების მდიდარი ტრადიცია გააჩნია – ბუდაპეშტში მდებარეობს ასევე კერძო კოლეჯი, სადაც ეს ისტორიული ცეკვები ისწავლება. უნგრული ნაციონალური ცეკვის ხელოვნება გთავაზობთ მუსიკის, კოსტიუმების და უნგრეთის საცეკვაო მემკვიდრეობის მაქსიმალურ შესწავლას. იმისათვის, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით აღსავსე იყოთ, გთავაზობთ დუნაის სასახლის თეატრში სპექტაკლზე დასწრებას – ეწვიეთ დუნაის ფოლკლორული ანსამბლის, უნგრული სახელმწიფო ანსამბლის ან რაიკოს ანსამბლის სპექტაკლებს. 

 

ბუდაპეშტის შოკოლადის მუზეუმი

შოკოლადის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია შოკოლადის მუზეუმი, რომელიც ინახავს უნგრული ტკბილეულობის უმდიდრეს ისტორიას. ეს მუზეუმი უნიკალური ადგილია, სადაც ვიზიტორები დაესწრებიან კულინარიულ მოგზაურობას შოკოლადის ისტორიაში მათი დეგუსტაციის ჩათვლით. ვიზიტორებს შეეძლებათ ჩააწონ მარციპანის ბურთულები შოკოლადის შაფრევანში, შექმნან თავიანთი ტკბილეული და მოინახულონ ისტორიული უნგრული ნახატების უდიდესი კოლექცია. 

 

წმინდა შტეფანის ტაძარი

 

ბევრისთვის წმინდა შტეფანის ტაძარი ბუდაპეშტის მარგალიტია. მსოფლიო დონის რომაული კათოლიკური ტაძარი, რომელიც უნგრეთის პირველი მეფის საპატივცემულოდ იყო აღორძინებული, იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ქალაქში. ნეოკლასიკური შენობა, რომელიც 1905 წელს აშენდა დღემდე უმთავრეს ღირსშესანიშნაობად არის წოდებული. ეს არის გასაოცარი არქიტექტურული შედევრი, სადაც ულამაზეს ინტერიერს კიდევ ურო ამშვენებს ისტორიით მოცული კედლები და ჭერი. ამ კედლებში კი ყველაზე განსაკუთრებულია კონცერტები, რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ ტარდება. 

 

სინაგოგა

1854 – 1859 წლებში აშენებული დოჰანის ქუჩაზე სინაგოგა ევროპაში ყველაზე დიდია და იტევს 3000 -მდე ადამიანს. სინაგოგას კომპლექსში მდებარეობს დიდი სინაგოგა, გმირების ტაძარი, სასაფლაო, მემორიალი და ევროპული მუზეუმი. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ექსკურსია და მეტი გაიგოთ სინაგოგის კომპლექსის მდიდარ ისტორიაზე, მის კავშირზე ჰოლოკოსტთან და მის მემკვიდრეობით მნიშვნელობაზე. 

 

სეჩენის თერმალური აბანოები

 

ბუდაპეშტის ცენტრალურ პარკში მდებარე სეჩენის აბანოები ერთ-ერთი ყველაზე დიდი თერმალური კომპლექსია ევროპაში. 1913 წელს აშენებულ სპა ცენტრში მდებარეობს სამი დიდი ღია აუზი, 10 შიდა აუზი, მასაჟის კაბინეტები, საუნები და ლუდის აბანოც კი. ის სრული წლის მანძილზე იღებს სტუმრებს განსაკუთრებით მისი მდიდრული ნეო-ბაროკოს საინტერესო სტილის გამო. 

 

უნგრეთის პარლამენტი

 

უნგრეთის პარლამენტი წარმოადგენს ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ღირსშესანიშნაობას, რომელსაც წელიწადში 700 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს გოთიკური და რენესანსის სტილის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითს. პარლამენტი დღემდე რჩება აქტიურ საკანონმდებლო ორგანოდ, მაგრამ გახსნილია ვიზიტორებისათვის კონკრეტულ საათებში. 

 

ბუდას ციხე-სიმაგრე

ბუდას საკულტო რაიონში მდებარეობს ისტორიული ციხე-სიმაგრე და სასახლის კომპლექსი. ბაროკოს სტილის ციხე-სიმაგრის მშენებლობა 1769 წელს დასრულდა, კომპლექსი კი ჯერ კიდევ 1265 წელს აშენდა. ყოფილ სამეფო სასახლეში, რომელიც წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს დღესდღეობით მდებარეობს ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი და უნგრეთის ეროვნული გალერეა. 

სასახლის მთაზე, რომელიც მოიცავს ვარნეგედას (სასახლის კვარტალის) ზედა სექტორს მდებარეობს უამრავი მუზეუმი, მაღაზია, რესტორანი, კაფე და სასტუმრო. 

 

Szimpla Kert

 

ბუდაპეშტის ნანგრევების ბარი – არატრადიციული ბარები და კლუბები, რომელიც მიტოვებულ შენობებში მდებარეობს – გახდა ბუდაპეშტის ღამის ცხოვრების განსაკუთრებული ადგილი. Szimpla Kert პირველი ბარია, რომლითაც შეგიძლიათ უნგრული ღამის ცხოვრების კულტურის შესწავლის დაწყება. დღესდღეობით ის საფერმერო ბაზარზე მდებარეობს, სადაც ღამე ცოცხალი მუსიკა და ფილმები გადის. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ეკლექტიკურ მუსიკას და იხილოთ უნიკალური ავეჯი, მათ შორის Trabant-ის ძველი ავტომობილი, რომელიც ამ ადგილის ცენტრალურ ობიექტად იქცა.