ბარსელონას უამრავი ლამაზი მოდერნისტული შენობა, გოთიკური არქიტექტურა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროები გააჩნია, რომელიც შემოსაზღვრულია საოცარი მწვანე გარემოთი და ხედებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ იდეალურად დაგეგმოთ კულტურული მემკვიდრეობის მონახულება. 

საგრადა ფამილია

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა არის საგრადა ფამილია – კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონი გაუდის მიერ, რომელიც ცნობილია კატალონური მოდერნის სტილის დაცვით. ის 100 წელზე მეტ ხანს შენდებოდა და უნდა დასრულებულიყო 2026 წელს, თუმცა მისი დიზაინი და ორიგინალურობა მაინც იზიდავს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს

Casa Batlló

Casa Batlló – კიდევ ერთი გაუდის მიერ დაპროექტებული მოდერნისტული საოცრება. ეს ყოფილი თაუნჰაუსია, რომელიც აშენებული იყო ბალიოს ოჯახისთვის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მისი არაჩვეულებრივი გარე დიზაინი, მდიდარი არქიტექტურით, ბუნებრივი ფორმებით და ფასადით იმსახურებს Casa del Drac ან დრაკონის სახლის სახელწოდების მიღებას. 

კასა მილა

Casa Batlló-დან ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას. 

გუელის პარკი

გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ მდებარე ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ფაქტობრივად არავინ იცის რომ ეს ადგილი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც რევოლუციური საცხოვრებელი კომპლექსი. ანტონი გაუდიმ და მისმა მეგობარმა ეუსები გუელმა თავდაპირველად შეიძინეს ეს რაიონი და დაიწყეს სამოდელო სახლების შენება. როცა არავინ არ დაასპონსორა ეს პროექტი, მათ საბოლოოდ უარი თქვეს მასზე და შემდგომ გააჩუქეს ადგილობრივ საბჭოს და მათ გადააკეთეს საზოგადოებრივ პარკად. 

კატალონიური მუსიკის სასახლე

მე-19 საუკუნის მუსიკის დარბაზი, კატალონიური მუსიკის სასახლე წარმოადგენს ასევე უდიდესი კატალონელი არქიტექტორის, Lluís Doménech i Montaner-ის ნამუშევარს, რომელიც ცნობილია მისი წვლილის შეტანით კატალონიურ მოდერნიზმში. გარედან სასახლე დეკორატიული კოლნებით და მოზაიკით არის შელამაზებული, დარბაზში კი დომინირებს ვიტრაჟული ჭერი. 

MACBA: ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 

MACBA – ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულება ამ სფეროში. ამერიკელი არქიტექტორის რიჩარდ მეიერის მიერ დაპროექტებული და გახსნილი 1995 წელს, ის იღებს საკმაოდ ცნობილი მხატვრების გამოფენებს მე-20 და 21-ე საუკუნიდან. 

პიკასოს მუზეუმი

პაბლო პიკასო ბარსელონაში ბავშვობიდან ცხოვრობდა, ხშირად სტუმრობა პრესტიჟულ ხელოვნების სკოლას La Llotja, სანამ შეიძენდა პირველ სტუდიას გოთიკურ კვარტალში. ეს ქალაქი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და პიკასოს მუზეუმი მის დამოკიდებულებას ამ ადგილის მიმართ იდეალურად ასახავს. 

რამბლას ქუჩა

La Rambla – ბარსელონას ყველაზე ცნობილი ქუჩაა – ეს უდიდესი ბულვარია, რომელიც იწყება კატალონიის მოედნიდან სანაპირომდე. ის თავდაპირველად ქალაქის ცენტრად იყო წოდებული, შემდგომ კი გახდა ცნობილი ქუჩა უამრავი კაფით, მაღაზიით, და რა თქმა უნდა ცნობილი ბაზრით La Boqueria. 

Le Rambla Del Raval

ბარსელონა არა მხოლოდ ერთი რამბლათი არის ცნობილი, რაც დაახლოებით ითარგმნება როგორც „ფართო, ხეებით მოფენილი სანაპირო“. დასავლეთისკენ სულ რაღაც რამოდენიმე კვარტალის მოშორებით ცნობილი რამბლადან მდებარეობს Le Ramble del Raval, ბარსელონას კონტრკულტურული რაიონის გული. ეს ქუჩა ძირითადად ცნობილია იმით, რომ წარმოადგენს დამაკავშირებელ ჯაჭვს მრავალკულტურული ჯგუფისა და კოლუმბიელი მხატვრის ფერნარდო ბოტეროს ცნობილი კატის სკულპტურით.

Passeig de Gràcia

ოდესღაც გრასიას რაიონი დამოუკიდებელ ქალაქს წარმოადგენდა ბარსელონას გარეუბანში. Posseig de Gracia – ისტორიული მარშრუტია, რომელიც აკავშირებს მას ქალაქთან. ის პარიზის ელისეის მინდვრებს მოგაგონებთ დიზაინერული და მდიდრული ბუტიკების დიდი რაოდენობის გამო. 

ციტადელის პარკი

ციტადელის პარკი ბარსელონას მწვანე ზონაა, რომელიც ჯერ კიდევ 1877 წელს შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული ის ბარსელონის ერთადერთ პარკს წარმოადგენდა სადაც ტარდება იოგის კურსები, მდებარეობს კატალონიის პარლამენტი და ბარსელონას ზოოპარკი. 

ტიბიდაბოს გასართობი პარკი

შეხედეთ ჰორიზონტს ბარსელონას ფაქტობრივად ყველა კუთხიდან და აუცილებლად იხილავთ ტიბიდაბოს მთის მწვერვალს და წმინდა გულის ტაძარს (Expiatori del Sagrat Cor), რომელიც მყუდროდ დალაგდა ტიბიდაბოს გასართობი პარკის გვერდით. ეს ყველაზე ძველი აქტიური გასართობი პარკია ესპანეთში, რომელიც სტუმრებს 1905 წლიდან იღებს. 

ტრიუმფალური თაღი 

მოდერნისტი არქიტექტორი ჟოზეპ ვილასეკას და კაზანოვას მიერ დაპროექტებული ტრიუმფალური თაღი წარმოადგენს ბარსელონას პასუხს პარიზის ტრიუმფალურ თაღზე. თუმცა, ის აშენებულია სულ სხვა მიზეზით – რომელიც წარმოადგენდა მთავარ ჭიშკარს ბარსელონის უნივერსალურ გამოფენაზე შესვლისათვის 1888 წელს. ეს ქალაქის მთავარი არტერიაა და უამრავი კულტურული ბაზრის თავშეყრის ადგილი.

 

ბარსელონას შოკოლადის მუზეუმი

ბარსელონა უკვე დიდი ხნის მანძილზე დაკავშირებულია კაკაოს პროდუქციის წარმოშვებასთან. მაგალითად, ისტორიულად ესპანელები იღებდნენ პროდუქტს ცენტრალური ამერიკიდან, და როგორც ამბობენ, ბურბონის მეფეების ჯარი ყოველდღიურად შოკოლადის საუზმეს იღებდა. შოკოლადის დამზადების პროცესის შესწავლასთან ერთად, სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ორიგინალური შოკოლადის სკულპტურებით და მონაწილეობა მიიღონ სემინარში. 

კოლუმბის ძეგლი

რამბლას ბოლოში მდებარე Mirador de Colom – კრისტოფერ კოლუმბის საპატივცემულოდ მდგარი ძეგლია, რომელიც ასევე წარმოადგენს სადამკვირებლო ადგილს, საიდანაც პანორამული ხედი იხსნება ქალაქსა და ზღვაზე. 

ბარსელონას საკათედრო ტაძარი

 

ბარსელონას საკათედრო ტაძარი მე-13 საუკუნეში აღორძინდა, თუმცა მე-19 საუკუნამდე მას ფასადის სტილი არ მიუღია. თუმცა, ორიგინალური გოთიკური ფასადის ნაწილები ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეამჩნიოთ ზოგიერთ ადგილას.

პორტ-ველის საჰაერო ტრამვაი

პორტ-ველის საჰაერო ტრამვაი წარმოადგენს დიდ საჰაერო კაბინას, რომელსაც გადაყავს ადამიანები პორტ-ველადან მონტჟუიკამდე. ის 1931 წელს გაიხსნა და მონტჟუიკის მწვერვალამდე აიყვანა მგზავრება. ის დღესდღეობით პოპულარულ ღირსშესანიშნაობად არის წოდებული, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი ქალაქზე. 

კამპ ნოუ

კამპ ნოუ არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი საფეხბურგო გუნდის სამშობლოა, არამედ ევროპის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონია. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტური კამპ  ნოუზე და ეწვიოთ ტერიტორიას და ასევე საფეხბურთო გუნდი ბარსელონას მუზეუმს, სადაც წარდგენილია ორიგინალური საფეხბურთო მაისურები, ფორმები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. 

სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია

ვია-ლაიეტანას ქუჩიდან ახლოს მდებარე სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია წარმოადგენს კატალონიის გოთიკურ ბაზილიკას, რომელიც ასე თუ ისე მე-10 საუკუნიდან არსებობს. მოსახლეობა მას ხანდახან „ღარიბების ეკლესიას“ ან „მარტივი ადამიანის ეკლესიას“ ეძახის. 

 მონტჟუიკის ციხე-სიმაგრე

მონტჟუიკის მწვერვალზე მდებარე, მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრე აღორძინებული იყო როგორც სამხედრო ციხე. მას შემდეგ ის სამხედრო ბაზად იყო ქცეული და ციხედ ესპანური სამოქალაქო ომის დროს, დღესდღეობით კი ემსახურება სტუმრებს როგორც მუზეუმი. 

Poble Espanyol

ბევრი მოგზაური სტუმრობს ბარსელონას იმის მოლოდინში, რომ იხილონ ესპანეთის ტიპიური კულტურა, მაგრამ შემდგომ ხვდებიან კატალონიაში, ქვეყნის განსაკუთრებულ რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი მოიცავს მრავალფეროვან კულტურებს, Poble Espanyol სთავაზობს მუზეუმს ღია ცის ქვეშ (მონტჟუიკის მსგავსად), რომელიც ასახავს  ქვეყნის თითოეულ უნიკალურ რეგიონს. Poble Espanyol მოიცავს 117 ფართომასშტაბურ შენობას, რომელიც ქმნის ესპანური სოფლების მრავალფეროვნებას. ეს ის ადგილია, სადაც ხშირად ტარდება დიდი კულტურული ღონისძიებები და აძლევს საშუალებას ვიზიტორებს აღმოაჩინონ და შეისწავლონ ესპანეთის ისტორიის, საჭმლის და კულტურის მრავალფეროვნება კატალონიის დატოვების გარეშე. 

 

Carrer de Blai

მონტჟუიკის მთის დაბლა, პობლე სეკის რაიონში მდებარეობს გრძელი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ცნობილია მისი ტერასებით, მდიდრული კაფეებით. Carrer de Blai -ზე მდებარეობს 20-მდე ბარი, რომელიც დღის ბოლოს უკვე სავსეა ტურისტებით, რომლებიც ცივი ლუდის დასაგემოვნებლად მიეშურებიან ამ ადგილისაკენ. 

სანტ-პაუს ჰოსპიტალი

მოდერნისტი დიზაინერის დომენიკ მონტანერის მიერ შექმნილი სანტ-პაუს ჰოსპიტალის გაიხსნა 1930 წელს და 2009 წლამდე მსახურობდა როგორც საავადმყოფო სანამ ის კულტურულ ცენტრად და მუზეუმად არ გადააკეთეს. 

აგბარის კოშკი

აგბარის კოშკი, რომელიც ცოტახნისწინ დაემატა ბარსელონას ქალაქის ლანდშაფტს (გაიხსნა 2005 წელს), წარმოადგენს თანამედროვე საოფისე შენობას, სადაც მდებარეობს ქალაქის წყალგაყვანილობის კომპანია Aigues de Barcelona. ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული შენობა მოფენილია დაახლოებით 4500 დიოდურ ლამპით, რომელიც ღამე ფასადს აშუქებს და აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის ინტელექტუალური სისტემით. 

ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი

1992 წელს ოლიმპიურმა თამაშებმა ბარსელონას ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს, რაც ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული მიმართულება მისცა. ჯოან ანტონი სამარანჩის ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი – ასახავს ამ სპორტული ღონისძიების მნიშვნელნებას, სადაც წარდგენილია ინტერაქტიული ინსტალაციები და გამოფენები, ასევე აქ ტარდება ცოცხალი სპორტტული ღონისძიებებიც. 

კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (MNAC) 

 

MNAC-ში ვიზიტორები ჩაიძირებიან კატალონიის ისტორიაში სკულპტურების, ნახატების, ძველი რელიქციების და ბევრი სხვა ობიექტის მეშვეობით. ყველაზე ცნობილი მუდმივი ექსპოზიციებიდან მოიცავს რომაულ ფრესკებს, გოთიკის კოლექციებს, რენესანსს და ბაროკოს, ასევე დიდ განაყოფს, რომელიც ეხება ხელოვნების თანამედროვე ნამუშევრებს, მათ შორის პიკასოს შედევრს “Woman in Hat and Fur Collar”.