პარიზი უდიდესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ცენტრია, ულევი არქიტექტურის და უკიდეგანო სიყვარულის შემცველი ქალაქია. 

 

ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისათვის, მდებარეობს სენას მდინარეზე. პარიზში, სადაც უამრავი ცნობილი ღირსშესანიშნაობა ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლთა ისტორიისა და არქიტექტურის დაცვის ორგანიზაცია – იუნესკო. 

 

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთლიანი ევროპისად. ზუსტად ეს გახდა ქალაქის სიმბოლოდ. უსასრულო რიგების გავლის და საბოლოოდ ბოლო სართულზე ავლის შემდეგ, შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი პანორამული ხედებით.

 

ნოტრ-დამი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ერთ-ერთი პირველი ტაძარია, რომელიც აშენდა გოთიკურ სტილში და შეცვალა რომაული არქიტექტურის მნიშვნელობა. 

ტაძეის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და დასრულდა თითქმის ორი საუკუნის შემდეგ. ყველაზე გასაოცარი კი მისი გარე ფასადი, თაღი, პორტალები, სკულპტურებია, რომელიც მას ამშვენებს. 

 

ლუვრი 

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი მუზეუმია. პარიზის ყველაზე ცენტრში მდებარე ისტორიული ძეგლი წარმოადგენდა სამეფო რეზიდენციას 210 000 კვადრატული მეტრის ფართობით, რომელთაგან 60 600 გამოფენებისთვის იყო განკუთვნილი. ლუვრის საფუძველში დევს სასახლე, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში, მისი ნარჩენები კი მუზეუმის ბოლო სართულზეც არის შემონახული. 1682 წელს მეფე ლიუდოვიკმა აირჩია ვერსალი მის რეზიდენციად და ლუვრისგან შექმნა ადგილი, სადაც წარდგენილი იყო სამეფო საგნების ყველაზე დიდი კოლექციები. ფრანგული რევოლუციის დროს კი ეროვნულმა ასსამბლეამ გადაწყვიტა ლუვრისგან მუზეუმი შეექმნა. 

 

ელისეის მინდვრები და ტრიუმფალური თაღი 

 

რომაული არქიტექტურის მოყვარული ნაპოლეონის თხოვნით შეიქმნა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მიძღვნილი იყო სამეფო ჯარების მრავალრიცხვოვანი გამარჯვებისათვის. ის მე-19 საუკუნეში იყო შექმნილი და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტად არის შემორჩენილი. 

 

ტრიუმფალური თაღის ტერასიდან კი ულამაზესი ხედები იხსნება, მათ შორის ელისეის მინდვრებზე, რომელსაც მსოფლიოშყ ყველაზე ლამაზ ავენიუდ არის წოდებული. ის 2 კმ-ის ფართობზე არის გადაჭიმული კონკორდის და ტრიუმფალური ტაღის მოედნებს შორის. 

 

კრუიზი მდინარე სენაზე

კრუიზის დროს შეგიძლიათ დატკბეთ პარიზის ისტორიული ძეგლებით, რომელიც გარდაიქმნება ყველანაირ ფერში მზის ჩასვლასთან ერთად. აქედან სულ სხვანაირია ეიფელის კოშკი, ალექსანდრეს ხიდი და მრავალი სხვა, უფრო ლამაზი და რომანტიული. 

 

მონმარტი

მონმარტი წარმოადგენს ბორცვს 130 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც მდებარეობს პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს რაიონი ცნობილია საკრე-კერის ბაზილიკით, რომელიც 1919 წელს აშენდა და მიეძღვნა ჯარისკაცებს, რომლებიც 1870 წლის ომს ემსხვერპლნენ. 

 

თუ ამ რაიონში გაისეირნებთ, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ტერტრის მოედანს. აქ შეხვდებით უამრავ ხელოვანს, მხატვარს და არქიტექტორს, რომლებიც დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან და დაგიმეგობრდებიან. ტერტრის მოედანი დაგაბრუნებს თანამედროვე ხელოვნების ეპოქაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი მხატვრები, როგორიც არიან ამედეო მოდილიანი, კლოდ მონე, პაბლო პიკასო და ვინსენ ვან გოგი ზუსტად აქ მუშაობდნენ და სეირნობდნენ. ამ კვარტალში მდებარეობს ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის მუზეუმი, სადაც წარდგენილია მისი სკულპტურების და ნახატების დიდი კოლექციები. 

 

ვერსალი

ვერსალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეფო რეზიდენციაა საფრანგეთში. ის სამეფო მნიშვნელობას და სიმდიდრეს ასახავს და წარმოადგენს შენობების, ბაღების და ტერასების უდიდეს კომპლექსს. 

 

მულენ – რუჟი

მონმარტის რეგიონში მდებარე კაბარე მულენ რუჟი ცნობილია მთელს მსოფლიოში მისი ფრანგული კანკანის გამო. ის 1889 წელს აღორძინდა და დღესდღეობით წარმოადგენს ტურისტულ ადგილს და იწვევს ვიზიტორებს პარიზული შარმის სანახავად.