პარიზის გასართობი პარკი დისნეილენდი მდებარეობს პარიზიდან დაახლოებით 43 კმ-ში – მარნ-ლა-ვალეს რეგიონში. ის დაფუძნდა 1992 წელს და მოიცავს ორ თემატურ პარკს Disneyland Park და Walt Disney Studios Park, ასევე უამრავ რესტორანს, სასტუმროს, გოლფის მოედანს და საკუთაარ საცხოვრებელ კვარტალსაც კი. 

გასართობი პარკის ტერიტორია დაყოფილია ხუთ თემატურ ზონაზე, რომელიც მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარშემო მდებარეობს. მთლიანი ტერიტორიის ხილვა შეგიძლიათ მატარებლის ფანჯრიდან, რომელიც გადის მინიმალური სიჩქარით ყველა სექტორის გასწვრივ. 

Adventureland ან თავგადასავლების ქვეყანა პარკის ყველაზე ცნობილი ნაწილია. აქ მდებარეობს ინდიანა ჯონსის ატრაქციონი, რობინზონის ხე სახლით მწვერვალზე, გემი კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმიდან და კუნძული – ლაბირინტი. 

Frontierland შესრულებულია ველური დასავლეთის სტილში. აქ მდებარეობს ტავერნებითა და სალუნებით, ინდოელებით, მწყემსებით და ავანტიურისტებით. MainStreet USA ან სხვაგვარად აშშ-ს მთავარი ქუჩა აშენებულია წინა საუკუნის 20-იანი წლების სტილში. აქ მდებარეობს უამრავი რესტორანი და კაფე რეტროს სტილში. აუცილებლად მოინახულეთ მთავარი ქუჩა სუვენირების საყიდლად და გადაიღეთ ფოტოები რეტრო კაბინებში. 

Disoveryland – აღმოჩენების ქვეყანაა, რომელიც ცნობილია Space Mountain ატრაქციონით. ეს ამერიკული გორკებია, რომელიც აშენებულია ჟიულ ვერნის საოცარი ქვეყნის სტილში. პარკის ცენტრში აუცილებლად ექვიეთ შოუ-მიუზიკლს „მეფე-ლომის ლეგენდა“. 

Fantasyland პირველ რიგში გათვლილია ყველაზე პატარა სტუმრებზე, მხოლოდ აქ შეგიძლიათ ფოტოს გადაღება მზეთუნახავთან, პიტერ პენთან, მიკი მაუსთან და ზღაპრების სხვა გმირებთან. 

როდის მუშაობს დისნეილენდის პარკი? 

პარიზის დისნეილენდი მთელი წელი მუშაობს, მაგრამ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო – გვიანი გაზაფხულია (აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი) ან შემდგომის პირველი ნაწილი (სექტემბერი – ოქტომბერი). ზაფხულში ბევრ მოსწავლეს არდადეგები აქვს, ამიტომ აქ ხალხის უდიდესი ნაკადია ამ პერიოდში და ძალიან დიდი რიგები ატრაქციონებზე. გირჩევთ ეწვიოთ დისნეილენდს ასევე სამუშაო დღეს (განსაკუთრებით სამშაბათს ან ხუთშაბათს). 

ატრაქციონები მუშაობს 10:00 საათიდან, თვითნ პარკი კი 09:00 საათიდან. საშობაო პერიოდსა და ჰელოუინზე დისნეილენდი გვიანობამდე მუშაობს. ზუსტად ამ პერიოდში ტარდება დისნეის მულტფილმების გმირების ყველაზე შთამბეჭდავი პარადები.

ერთ დღეში დისნეილენდის ორივე პარკის ნახვა შეუძლებელია. ამიტომ გირჩევთ აიღოთ ბილეთი ორ დღეზე და ორ პარკზე, მითუმეტეს თუ პარკს ბავშვებთან ერთად ეწვევით. თუ ერთ ღამეს დაჯავშნით ადგილობრივ სასტუმროში, მაშინ არ მოგიწევთ ყოველდღე პარიზიდან გამგზავრება და გზაში დროის მეტი ხარჯვა. 

 

სხვათაშორის, თუ დარჩებით სასტუმროში დისნეის ტერიტორიაზე, მაშინ წვდომას პარკში შესასვლელად ერთი საათით ადრე იღებთ, ვიდრე სხვა ვიზიტორები. ანუ შეგიძლიათ ურიგოდ გაისეირნოთ რამოდენიმე ატრაქციონზე. შიდა სასტუმროების მობინადრეებისათვის გარკვეული ფასდაკლებებიც მოქმედებს პარკში. 

დისნეილენდის ბილეთი 

ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ პარკის რომელ ნაწილს ან რომელ დღეს ეწვევით. მაგალითად, ერთდღიანი ბილეთი Disneyland Park ან Walt Disney Studios Park-ში სამუშაო დღეებში ღირს 69 ევროდან. არასამუშაო დღეს 1 პარკში შესასვლელი ბილეთი იწყება 79 ევროდან. ფრანგულ საბავშვო არდადეგებზე შესვლა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. 

ყველაზე ძვირი ბილეთები დისნეილენდის სალაროებშია. ამიტომ, გირჩევთ წინასწარ იფიქროთ შესყიდვაზე. იმისათვის, რომ არ დაკარგოთ დრო დისნეილენდის სალაროების რიგებში, შეიძინეთ ბილეთი წინასწარ პარიზის მაღაზიებში. შეგიძლიათ შეისყიდოთ წიგნების ქსელში “Fnac” ან დისნეის პროდუქციის მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ ონლაინ, ფასი იგივეა რაც პარიზის მაღაზიებში, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ცხოვრებას. 

 

როგორ მივიდეთ დისნეილენდამდე? 

დისნეილენდამდე მისვლა შეგიძლიათ ნახევარ საათში მეტროთი ან ქალაქგარეთის მატარებლით RER, რომელიც Marne-la-Vallee -ს მიმართულებით მიემგზავრება და გადის ყოველ 15 წუთში ერთხელ. 

 

პარიზის დისნეილენდის რუკა

დისნეილენდში გამგზავრებისთვის საუკეთესო დრო დილაა, რათა სწრაფად მოიაროთ ყველაზე კარგ ატრაქციონებზე. გირჩევთ იქონიოთ წყალი, მზის სათვალე და მზისგან დამცავი კრემი თუ პარკის მონახულებას ცხელ ამინდში გეგმავთ. 

 

ატრაქციონებთან ზოგადად დიდი რიგებია. მათ დასაღწევად გირჩევთ სპეციალური „Fast-Pass” -ის აღებას ყველაზე პოპულარულ ატრაქციონებში. დაასკანირებთ თქვენს ბილეთს, აიღებთ Fast-Pass-ს, რომელზეც მითითებული იქნება დრო. ამ შემთხვევაში რიგში დგომა 10 – 15 წუთი მოგიწევთ 2 საათის მაგივრად. 

მზად იყავით, რომ დისნეილენდში მთელი დღის გატარება მოგიწევთ. დისნეის გმირების მთავარი პარადი ზამთარში 17:30 საათზე იწყება, ზაფხულში კი 18:30 საათზე და გრძელდება 25 წუთი. ცენტრალურ ქუჩაზე გირჩევთ წინასწარ დაიკავოთ ადგილი, რადგან ამ სანახაობის გამოტოვება არავის არ მოუნდება. 

ფეერვერკი და მუსიკალური შოუ გადის დახურვამდე. ზაფხულში იწყება 23:00 საათზე. განრიგის ნახვას გირჩევთ ბუკლეტებში, რომელიც დევს პარკის შესასვლელში. ფეერვერკი 20 წუთი გრძელდება. ბოლო მატარებელი RER გადის დისნეიდან 00:20 საათზე, ასე რომ ყველაფერს ჩვეულებრივად მოასწრებთ. 

გახსოვდეთ, რომ დისნეილენდი აღნიშნავს მრავალ დღესასწაულს. აქედან მთავარია – ახალი წელი და შობა. თებერვალში აქ აღნიშნავენ ვალენტინობის დღეს, მარტში წმინდა პატრიკის დღეს, შემდგომ უხარიათ ზაფხული, ოქტომბერში კი სრული თვე ჰელოუინს აღნიშნავენ.