ისტორიაში ჩაფლული და ზოგიერთი ყველაზე გავლენიანი სამხატვრო მიმართულების  სამშობლო, ბერლინი ტურისტებს მუზეუმების უამრავ არჩევანს სთავაზობს. დაწყებული სახვითი  ხელოვნების ნიმუშებიდან მდიდრული სასახლეებით დამთავრებული, ბერლინის საუკეთესო მუზეუმები გამოირჩევა ისტორიისა და თანამედროვე კულტურის მრავალფეროვნებით და წარმოადგენს ხელოვნების საგანძურს. 

Hamburger Bahnhof, ბერლინი 

Bahnhof-ის მთავარი რკინიგზის სადგური წარმოადგენს მისტიური ძველი ნეოკლასიციზმის შენობას, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნების განახლებულ კოლექციებს ინახავს. 1846 წელს გახსნილი და Moabit-ის რეგიონში მდებარე Hamburger Bahnhof არის ბერლინის  ერთადერთი შენარჩუნებული რკინიგზის სადგური, სადაც დღესდღეობით მუდმივი გამოფენები იმართება და ინახავს 1960 წლიდან მოყოლებული შენახული ძირითადი სამხატვრო მიმართულების კოლექციებს, მათ შორის ფრიდრიხ კრიასტინ ფლიკის კოლექციებსაც და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ადგილს. 

Sammlung Boros

ცენტრალური ბერლინის ომის ბუნკერში მდებარე Sammlung Boros წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მუზეუმს. 1943 წელს ნაზი გერმანის მიერ შექმნილი და კარლ ბონატსის მიერ ორგანიზებული შენობა რკინიგზის სადგურზე 3000 ადამიანის თავშესაფრისათვის, ამ ბეტონის კონსტრუქციამ უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა წლების მანძილზე, მათ შორის აქ უამრავი ღონისძიება ტარდებოდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. დღესდღეობით აქ ინახება კრისტიან და კარენ ბოროს თანამედროვე ხელოვნების კოლექციები, რომელიც კოსმოსის სამუშაოებისთვის არის მიძღვნილი და ეხება 1990 – 2000 წლების ნამუშევრებსაც. 

ბუნების ისტორიის მუზეუმი

ბერლინის ბუნების ისტორიის მუზეუმი შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა ბუნებათმცოდნეებისათვის. აქ შემონახულია 30 მილიონამდე ზოოლოგიასთან, პალეონთოლოგიასთან, გეოლოგიასთან დაკავშირებული ობიექტები და 13 მეტრამდე სიმაღლის ყველაზე დიდი დინოზავრის ჩონჩხი. 

Martin-Gropius-Bau 

რენესანსულ სტილში ჩაფლული სხვადასხვა სტილის შერწყმის საფუძველზე Martin-Gropius-Bau ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ურბანული და მიმზიდველი მუზეუმია. შენობის ყველაზე დიდი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მოზაიკურ ორნამენტებში და ფერად ატრიუმში, რომელიც ნაწილობრივ იყო დანგრეული მეორე მსოფლიო ომის დროს და აღდგენილი არქიტექტურულ მნიშვნელობად. მუზეუმი ცნობილია მისი ეკლექტიკური კოლექციით, სხვადადასხვა სტილის, სკულპტურის შერწყმით, დაწყებული უძველესი ბუდას სკულპტურებიდან, დამთავრებული თანამედროვე ხელოვნებით. 

ჰოლოკოსტის მუზეუმი

ბერლინის ჰოლოკოსტის მუზეუმი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და ევროპაში ყველაზე  დიდი ჰოლოკოსტის მუზეუმი, რომელიც სთავაზობს სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციებს, ისტორიის კულტურას და სპეციალურ ექსპოზიციებს, რომელიც სრულყოფილს ქმნის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის გამოფენებს. მუზეუმი საოცრად ქმნის გერმანული ევროპული ისტორიისგან გამოწვეულ დაძაბულობას და არამხოლოდ მისი მნიშვნელობის გამო, არამედ სივრცის უნიკალური დაგეგმვარების გამო, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ამ გრძნობის გასაძლიერებლად.

სამუზეუმო კუნძული

შპრეეს მდინარეზე მდებარე სამუზეუმო კუნძული მოიცავს ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ადგილს. ერთ-ერთია ალტეს მუზეუმი, რომელიც ანტიკური საბერძნეთიდან რომაულ იმპერიამდე მოყოლებულ კლასიკურ ნამუშევრებს ასახავს; ნეუეს მუზეუმი, რომელიც ორიენტირებულია ანტიკურ ეგვიპტეზე; ძველი ეროვნული გალერეა, რომელიც ასახავს იოჰან გოტფრიდის განახლებულ ძეგლებს; ბოდეს მუზეუმის შუა საუკუნეების პერიოდიდან მე-18 საუკუნემდე სკულპტურებით; პერგამონის მუზეუმი, სადაც იხილავთ საოცარ იშტარის კარიბჭეს. ამხელა კოლექციით ეს მთლიანი კომპლექსი ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის მანძილზე. 

König Galerie, Berlin

2002 წელს იოჰან კიონიგის მიერ დაარსებული König Galerie ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ხელოვნების სივრცეს ბერლინის საზოგადოებაში, რომელშიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიც არის ალისია კვადე. მულტიმედიის გამოყენებით სამხატვრო ინსტალაციების კოლექცია დაარსდა ყოფილ ეკლესიურ და საზოგადოებრივ ცენტრში, წმინდა აგნესში. 

შარლოტუნბერგის სასახლე

შარლოტუნბერგის სასახლე გასაოცარი და განსაკუთრებით საინტერესოა ვიზიტორებისათვის, ვინც დაინტერესებულია პრუსიის გავლენით გერმანიის გაყოფის ისტორიაზე. სასახლე გარშემოტყმულია უამრავი მდიდრული ბაღით, ყვავილებით, რომელიც ისეთივე მშვენიერია, როგორც თვითონ სასახლე. 

Berlinische Galerie

ეს ის მუზეუმია, რომლის მონახულებაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი მოგზაურობის დროს ბერლინში, ის ადგილობრივების კრეატიულობას და განსაკუთრებულობას მაქსიმალურად ასახავს. ის 1975 წელს დაარსდა, მაგრამ ბევრი ადგილის შეცვლის შემდგომ, საბოლოოდ კრაუზბერგში 2004 წელს დამკვიდრდა და გააერთიანა თანამედროვე ხელოვნება, ფოტოგრაფია და არქიტექტურა.