მეათე საუკუნის ბოლოს ადგილობრივებმა დაიწყს ამსტელის მდინარის გარშემო სანაპიროებში დასახლება. შემდეგი ორი საუკუნის მანძილზე რამოდენიმე პატარა ქალაქი განვითარდა მდინარის ორივე მხარეს და ერთმანეთს მხოლოდ პატარა ხიდები აკავშირებდათ. ამ გაერთიანებულმა საზოგადოებამ ამსტელრედამეს სახელი დაირქვა დამბის გამო, რომელიც აკავშირებდა ამ ქალაქების საზღვრებს. 

იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სახელწოდება შეიცვალა, მან მაინც შეინარჩუნა პირველი ობიექტები და ამსტერდამში შემორჩა ამსტელი და დამი. თანდათან ამსტერდამი ვითარდებოდა და მეტ მოსახლეს იტევდა მისი სავაჭრო შესაძლებლობების გამო. ქალაქის სტრატეგიულმა მდებარეობამ ამსტელის მდინარეზე საშუალება მისცა ვაჭრობის განვითარებას, და უზრუნველყოფდა მოსახლეობას მეურნეობით, ნობათით, თევზის რესურსებით და ტორფის რაოდენობით, რაც საკმაოდ მდიდრული პროდუქტი იყო თანამედროვე პერიოდამდე. 

 

ამსტერდამში ბევრი მნიშვნელოვანი შენობა აღორძინა, მათ შორის სამეფო სასახლე და დე ნიუვე კერკი. მე-17 საუკუნეში მთლიანი სანაპირო გარდაიქმნა მაღალ ცენტრალურ მოედნად, რომელიც ახლა ცნობილია როგორც დამის მოედანი. ბევრი წლის მანძილზე ამ მოედანზე მდებარეობდა მეთევზეების ბაზარი. 

დამის მოედანი ახლა სრულად საფეხმავლო გზისთვის არის განკუთვნილი. სამეფო სასახლე აშენდა ჰოლანდიური ოქროს საუკუნის დროს დამის დასავლურ სანაპიროზე. 

იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური ამსტერდამი მოდერნიზდა მე-19 საუკუნეში, ბევრი საზღვაო გზა იყო გამშრალი და გარდაქმნილი გზად, მათ შორის ერთ-ერთია ამსტელ დამრაკი. დღესდღეობით დამის მოედანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამსტერდამისთვის, და სრული წლის მანძილზე აქ ტარდება მრავალი კულტურულად მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტები, ჰოლანდიური დღესასწაულები და პატარა ბაზრები.