ბევრი ჰააგას ნიდერლანდების დედაქალაქად თვლის აქ მდებარე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების გამო. ჰააგა ამსტერდამისგან განსხვავებით, უფრო მშვიდი ცხოვრებით გამოირჩევა, თუმცა, ეს თქვენს მოგზაურობას აქ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის.
იხილეთ ნამდვილი ჰააგა
ბევრი ტურისტი თვლის, რომ ნიდერლანდების ქალაქები ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ, ერთხელ მაინც თუ მოხვდებით ჰააგას ცენტრალურ მოედანზე – Plein-ზე, მაშინვე გაიგებთ, რომ ის არც ამსტერდამს, არც როტერდამს, არც დელფტს, ლეიდენს ან უტრეხტს არ ჰგავს.
აქ სწორად და ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული ძველი სასახლეები და მაღალი თანამედროვე ცათამბჯენები. ატმოსფერო ქალაქში ნაკლებად გიჟურია ვიდრე ამსტერდამში, ამის პირველი მიზეზი კი შესაძლოა მისი პოლიტიკური სტატუსი იყოს. ადრეული პერიოდიდან აქ ცხოვრობდნენ არისტოკრატები, რათა უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ნორდეინდის სამეფო სასახლესთან.
იხილეთ მსოფლიოს სასახლე
მსოფლიოს სასახლე (Vredespaleis) – თანამედროვე პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი სიმბოლოა. აქ დღეს საერთაშორისო და საარბიტრაჟო სასამართლო ტარდება. სასახლე წარმოადგენს გრანიტისგან აღორძინებულ ლამაზ ნაგებობას გოთიკურ სტილში. მის ტერიტორიაზე კი მდებარეობს საერთაშორისო უფლების ჰააგას აკადემია, ისტორიული მუზეუმი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა.
იგრძენით თავი გულივერად
ქვეყანა ქალაქში – ასე შეგვიძლია ვუწოდოთ მადიუროდამის მინიატურულ პარკს (Madurodam). ეს ნიდერლანდების ყველაზე ცონბილი ღირსშესანიშნაობებისგან შემდგარი ნაგებობაა. ციცქნა შენობებს შორის კი თავს გულივერად იგრძნობთ. აქ იხილავთ: ბინენჰოფის, რეიკსმუზეუმს შენობებს, ღვთისმშობლის ბაზილიკას მაასტრიხტიდან. გარდა ამისა, აქ ტიპიური ნიდერლანდური სტილი მკვეთრად არის გამოვლენილი: ჯანჯაფილის სახლები, ყველის ბაზრები და მრავალი პატარა მუზეუმი.
გაისეირნეთ სასახლეში ქალაქის ცენტრში
მსოფლიოში ცოტა ადგილია, სადაც ქალაქის ცენტრში შეხვდებით სასახლეს, ჰააგაში კი ტბასთან სასახლის მთლიანი კომპლექსი დგას – ბინენჰოფი (Binnenhof). მშენებლობის დროს (მე-13 საუკუნეში) ის პატარა ფერმას წარმოადგენდა, მაგრამ მალევე გახდა რესპულიკის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცენტრი. დღეს აქ პარლამენტის სხდომები ტარდება და განთავსებულია პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. სხვათაშორის, აქ შესაძლოა შეხვდეთ ველოსიპედით მოსულ პრემიერ-მინისტრსაც. სასახლეში შესვლა უფასოა და აქ მოხვედრის მომენტში წარსულში მოგზაურობის შეგრძნება დაგეუფლებათ. ზუსტად აქ მდებარეობს რიდერზაალი (Ridderzaal) – “იმპერატორთა დარბაზი“. ეს ვილა გარშემორტყმულია კოშკებით და დარბაზებით ცერემონიების ჩასატარებლად. ბინენჰოფი უძველეს საპარლამენტო შენობად ითვლება, რომელიც დანიშნულებისამებრ გამოიყენება და შესაძლებელია პალატების საბჭოზე დასწრება.
გაისეირნეთ ჰააგას ყველაზე ლამაზ ქუჩაზე
ლანგე ვორჰაუტის (Lange Voorhout) ქუჩა ქალაქის ყველაზე ლამაზ და გამწვანებულ ადგილად ითვლება. მისი მანძილი 470 მეტრს შეადგენს. საფეხმავლო ნაწილის გასწვრივ 500 წლიანი ცაცხვი იზრდება, ქუჩასთან ახლოს კი ტბა მდებარეობს და სრულდება ლანგე ვორჰაუტის სასახლით, სადაც დღეს ეშერას მუზეუმი მდებარეობს (Escher in Het Paleis). ლანგე ვორჰაუტის ისტორია (Lange Voorhout) იწყება მე-14 საუკუნიდან, როცა მმართველობის ახალი სტრუქტურებისათვის შენობების აღორძინება იყო აუცილებელი. დღეს ის გაფორმებულია მე-18 / მე-19 საუკუნის სამფლობელოებით, რომელთაგან უმრავლესობა ისტორიისა და კულტურის ძეგლებად ითვლება. აქ ასევე მდებარეობს კლოოსტერკერკის სამონასტრო ეკლესია (Kloosterkerk).
გაგრილდით სპაუს მოედანზე (Spuiplein)
ჰააგას მერიასთან ახლოს მდებარეობს სპაუს მოედანი (Spuiplein). რატომ არის ის ასეთი არაჩვეულებრივი? შადრევანის გამო, რომელიც პირდაპირ მიწიდან მოედინება, თანაც მიმართულება ყოველთვის არათანმიმდევრულია, ამიტომ ყველას შეუძლია ზაფხულის ცხელ დღეებში გართობა და გაგრილება.
დატკბით ნორდეინდეს ნამდვილი სამეფო სასახლით (Noordeinde)
1533 წელს დღევანდელი სასახლის შენობა ჩვეულებრივი ფერმერის სახლს წარმოადგენდა. მაგრამ წლების მანძილზე ის იმდენჯერ იყო რეკონსტრუირებული, რომ საბოლოოდ მონარქების ადგილად იქცა. სამეფო ოჯახი ზოგადად არ ცხოვრობს აქ და ამჯობინებს ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში ყოფნას. თვითონ სასახლე გამოიყენება როგორც მმართველი მონარქების კაბინეტი (დღეს – მეფე ვილემ ალექსანდრეს) ოფიციალური მიღებებისა და დღესასწაულებისათვის. აქ შესვლა აკრძალულია უცხო პირებისათვის, მაგრამ შეგიძლიათ გაისეირნოთ ბაღში, სამეფო საჯინიბოში და არქივის შენობაში.
შეეხეთ იაპონიას
კლინგენდეილის პარკის ნაწილი (Clingendael) გაფორმებულია იაპონური ბაღის სტილში. ის მხოლოდ გაზაფხულზე (აყვავების პერიოდში) და შემოდგომაზე იხსნება, როცა ხეები და ბუჩქები გაფორმებულია ოქროსფერ-წითელ პალიტრაში. თვითონ ბაღი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა მამულის ყოფილი მესაკუთრის, ბარონესა მარგარეტ ვან ბრინენის მიერ. იაპონიაში რამოდენიმე მოგზაურობის შემდეგ ის გაოცებული იყო ამ ეგზოტიკური ქვეყნით.
ბაღის სამუშაო საათები იცვლება სეზონისა და ამინდის მიხედვით. გაზაფხულზე: იხსნება აპრილის ბოლოდან და 6 კვირის მანძილზე ელის სტუმრებს. შემოდგომაზე კი ბაღი მხოლოდ 2 კვირა მუშაობს ოქტომბრის დასაწყისიდან.
გაემგზავრეთ ჩრდილოეთ სანაპიროზე
საზოგადოებრივი სანაპირო მდებარეობს სჰევინგენის რაიონში (Scheveningen). აქ არსებული პირსიდან იშლება საოცარი ხედი ზღვასა და ქალაქზე. ზუსტად მის წინ კი ლეგენდარული სასტუმრო “Kurhaus” დგას, რომელიც გარკვეულ წილად სამეფო სასახლეს მოგაგონებთ.
გირჩევთ ივახშმოთ ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში – რადგან ზუსტად ჰააგაში ჩამოაქვთ ახლად დაჭერილი ქაშაყი და სხვა ზღვის პროდუქტები.