ქალაქების უმრავლესობა განისაზღვრება მთავარი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ზუსტად ეს ადგილები შესაძლოა ნაკლებად შთამბეჭდავი იყოს ტურისტებისათვის. თუ შაბლონური გზით არ გსურთ ქვეყნების შეცნობა, მაშინ გაემგზავრეთ ახალ მოგზაურობაში, შეიცანით ის უხილავი ადგილები, რაც შესაძლოა ყველაზე განსაკუთრებულ მოგონებად დარჩეს თქვენთვის.

საიდუმლო ბაღებიდან დაწყებული მინი-მუზეუმებამდე, რომელიც სავსეა შთამბეჭდავი ობიექტებით, ქვეყნის მდიდრული ქვებით, რომელსაც შესაძლოა ერთი შეხედვით არც მიაქციოთ ყურადღება.

ასეთი მოგზაურობის დროს შესაძლოა აბსოლუტურ მოელოდნელობას წააწყდეთ თავს. ხშირად ეს ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები კიდევ უფრო ახლოა, ვიდრე ფიქრობთ – ეს კი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ადგილობრივი კულტურის შეცნობისათვის.

Holyrood Distillery, ედინბურგი


ცივ დღეს შოტლანდიის დედაქალაქში არ არსებობს სულის გათბობაზე უკეთესი რამ – თუმცა ვისკის მოყვარულთათვის ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა არც გააჩნია. Holyrood Distillery-ში – ედინბურგის პირველ ალკოჰოლურ მაღაზიაში შეგიძლიათ დატკბეთ ვისკის, ჯინის დაგემოვნებით. Შეგიძლიათ შეიგრძნოთ, დააგემოვნოთ და იხილოთ სხვადასხვა არომატები, რომელიც ასე კარგად ახასიათებს შოტლანდიას.

ფრაგონარდის პარფიუმერიის მუზეუმი, პარიზი


Ფრაგონარდის პარფიუმერიის მუზეუმში შეგიძლიათ შეისწავლოთ პარფიუმერიის ინდუსტრიის ისტურია. Ოპერის რაიონის ცენტრში მდებარე მუზეუმი მდებარეობს მე-19 საუკუნის პარფიუმერიის ქარხნის ადგილას და ინარჩუნებს მის პირველყოფილ მშვენიერებას. Გაისეირნეთ და დატკბით არომატებით, დაჯავშნეთ ექსკურსიები, იხილეთ სუნამოების ყველაზე ძველი შეფუთვები და შეისწავლეთ მათი ვაჭრობის რამოდენიმე საიდუმლო. Აქ ახლოს გაეცნობით ამ ინდუსტრიის ევოლუციას, პარფიუმერიის დამზადების ისტორიულ მეთოდებს და მეტიც, შეძლებთ არომატული საპნის შეძენასაც.

Zotter Chocolate Factory, Shanghai


თუ ოდესმე გიოცნებიათ ვილი ვონკას და შოკოლადის ქარხნის თქვენებურ ვერსიაში მთავარ გმირად ყოფნა, მაშინ ეს ადგილი თქვენთვის არის შექმნილი. Შანხაის Zotter Chocolate Thatre – შოკოლადის ქარხანაა, სადეგუსტაციო დარბაზი და კაფე, რომელიც ყველა ერთმანეთშია შერწყმული – ტკბილი საოცარი ქმნილებებით, რომელიც აოცებს თითოეულ ტურისტს. Აქ ასევე შეხვდებით თხევად შოკოლადის შადრევებს, თეფშებს არომატიზირებული კამფეტებით და “კარადას სურნელებით”, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიცნოთ სხვადასხვა არომატები. Ასევე შეძლებთ გაეცნოთ შოკოლადის წარმოშობის ისტორიას, უყუროთ მოკლემეტრაჟიან ფილმს და იხილოთ, თუ როგორ მზადდება შოკოლადის კამფეტები დღესდღეობით. Მთავარია მშივრები მოხვდეთ ამ გასაოცარ მოგზაურობაში…

team Lab Planets Tokyo, ტოკიო


teamLab Planets Tokyo-ში მდებარე შვიდივე ინსტალაცია უდიდეს სივრცეშია მოთავსებული და საშუალებას მოგცემთ გამოგზაუროთ შთამბეჭდავ უცნაურ სამყაროში. Ტროპიკული ტყეებიდან დაწყებული ლაბირინტული ნეონური გალაქტიკებით დამთავრებული, ეფექტს ქმნის საოცარი ციფრული ვიზუალი და მრავალი სარკე. Შესვლისთანავე აუცილებლად უნდა გაიხადოთ ფეხზე- ზოგიერთ ადგილის გავლა წყალში მოგიწევთ, ამიტომ წინასწარ გირჩევთ შორტით მოსვლას. Აქ ვიზიტი შეგიძლიათ საღამოსაც დაგეგმოთ, რადგან გამოფენა გახსნილია ღამის პირველ საათამდე.

გლასნევინის სასაფლაო, დუბლინი


გლასნევინის სასაფლაო ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასაფლაოა. Აქ გასეირნების დროს დაბრუნდებით ვიქტორიანულ დუბლინში და მოისმენთ ისტორიებს მათზე, ვინც დღეს აქ განისვენებს, გაეცნობით დუბლინის საუკუნოვან ცხოვრებას, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერზე დენიელ ო’კონელზე.

Micro Art Amsterdam, ამსტერდამი

ამ მუზეუმში შენახულია მიკროსკოპული ნამუშევრების კოლექცია, რომელიც სრულად ჩანს მხოლოდ გამადიდებელ შუშაში ან მიკროსკოპის ობიექტივში ჩახედვის შემდეგ.

Ski Dubai Penguin Experience, დუბაი


Ski Dubai-ში – დახურულ სათხილამურო კურორტზე, რომელიც დუბაის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს – შეგიძლიათ მოიცვათ თერმალური კოსტუმი და გაემგზავროთ პინგვინების სამყაროში და იხილოთ თუ როგორ ცხოვრობენ, სრიალებენ ყინულზე პინგვინები. Შეგიძლიათ გიდის მომსახურებაც გამოიყენოთ, რომელიც მოგიყვებათ მათ ისტორიაზე და სხვადასხვა გარემოში მათ თვითგადარჩენაზე,

ტყის კოშკი, კოპენჰაგენი


ეს საოცარი ხის სადამკვირებლო კოშკი გიზელფელდ კლოტსტერსის ლამაზ ტყეზე მდებარეობს სულ რაღაც ერთი საათის სავალზე კოპენჰაგენიდან. Კოშკზე კიბეების მაგივრად ტურისტები გზას მიჰყვებიან, რომელიც სპირალურად კოშკის გარშემო მიყვება და ადის 140 მეტრის სიმაღლეზე. ის სრულად არის შექმნილი ადგილობრივი მუხისა და ფოლადისაგან, რაც ასევე გათვლილია ეკოლოგიის დაცვაზე. Ადით მწვერვალამდე და დატკბით პანორამული ხედით ბორცვებზე, მდინარეებზე, მინდვრებსა და ჩანჩქერებზე – კარგ ამინდში კი შეგიძლიათ შორიდან დანიის დედაქალაქიც ნახოთ.

Panoramapunkt, ბერლინი


Panoramapunkt – ევროპის ყველაზე სწრაფი ლიფტია, რომელიც სულ რაღაც 20 წუთში აგიყვანთ კოლჰოფის მწვერვალამდე, საიდანაც გაიშლება საოცარი ხედი ბერლინის ჰორიზონტზე, მის ყველა ღირსშესანიშნაობაზე.